სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, თემქის, ჩარგლის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის და ლეჩხუმის ქუჩების   მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, პურის მოედნის, გორგასლის, სადგურის, კალანდაძის, ნადიკვარის, ასათიანის, აბო თბილელის და ხანძთელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, ჭელიძის, ქერჩის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამირეჯიბის გზატკეცილის, ბალანჩივაძეების, ჩიქოვანის, ბასილაიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, ლიხაურის, დოლიძის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლითონკონსტრუქციების დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ნადირაშვილის, ხელოვანთა და მუსხელიშვილის ქუჩების  მოსახლეობას.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

Leave a Reply