ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებული ერიკ ადამსი ამბობს, რომ სურს, პირველი სამი ანაზღაურება კრიპტოვალუტით, ბიტკოინით მიიღოს, – ამის შესახებ BBC წერს. ადამსის განმარტებით, მისი განზრახვაა, ნიუ-იორკი „კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად“ აქციოს. „ნიუ-იორკი იქნება კრიპტოვალუტისა და სხვა სწრაფად მზარდი, ინოვაციური ინდუსტრიების ცენტრი! უბრალოდ დაელოდეთ!”, – წერს ადამსი Twitter-ზე. 2009 წელს შექმნილი ბიტკოინის ღირებულება ბოლო დროს ცვალებადია.
Read More »