Author Archives: admin

აზერბაიჯანში წლის მეორე ნახევარში მძლავრი ენერგოობიექტი შევა ექსპლუატაციაში

აზერბაიჯანმა ელექტროენერგიის წარმოება გაზარდა

2021 წელის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 1 მილიარდ 554,4 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა და 22 მილიარდ 855,8 მლნ კვტ/სთ შეადგინა. შესაბამის ინფორმაციას, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით,  აზერბაიჯანული report ავრცელებს. საანგარიშო პერიოდში თბოელექტრო სადგურებში ელექტროენერგიის წარმოებამ 21 მლრდ 458,6 მლნ კვტ/სთ (+ 1 მლრდ 394,8 მლნ კვტ/სთ) შეადგინა, ჰიდროელექტროსადგურებში – 11 მლრდ 08,9 მლნ კვტ/სთ (+ 162,5 მლნ კვტ/სთ), სხვა წყაროებიდან (ქარი, ...

Read More »

რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ – განმარტება

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების კიდევ ერთხელ, ამჯერად ორი თვით გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა და სავაჭრო პლატფორმების დამატებითი ტესტირების საჭიროება სახელდება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენერგეტიკულ ბირჟაში განუცხადეს, ბიზნესისთვის გამოწვევად რჩება ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის მიმწოდებლებმა და შემსყიდველებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ საათობრივ ჭრილში, თუ რა რაოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ და მოიხმარენ. ენერგეტიკული ბირჟის გენერალური დირექტორის, ირინა მილორავას განცხადებით, კომპანიების მხრიდან არასაკმარისი მზაობის ფონზე ...

Read More »

ევროპაში გაზი გაძვირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ღირებულებამ სავაჭრო ბირჟის გახსნისას 5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 140 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ გასული სავაჭრო დღის გახსნის მომენტისათვის ათას კუბურ მეტრზე 1 146 აშშ დოლარი შეადგინა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ...

Read More »

პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმები ორმაგდება

პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმები ორმაგდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარუდგინა. როგორც ინიციატორი განმარტავს, მოქმედი საჯარიმო სანქცია შემაკავებელ ეფექტს ვერ ქმნის. პროექტით, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და პირველი დარღვევისათვის დგინდება 1000 ლარი (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო განმეორებისთვის – 2000 ლარი (ნაცვლად 1000 ...

Read More »

პირველი დეკემბრიდან აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის წინასწარი შეტყობინების წარდგენა სავალდებულო ხდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ „ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის № 82 , №84 და № 85 დადგენილებებში შესული ცვლილებების თანახმად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების, იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, იმპორტის გზით აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების ...

Read More »

თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტას ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, შპს „ართანა-ლოპოტას“ წარმომადგნელებმა ხეობაში ერთი ტრაქტორი და დამხმარე ნაგებობების ასაგებად რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, რაც მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობის დაწყებას ნიშნავს. კომპანიის პროექტის მენეჯერი აცხადებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გააჩნია მშენებლობის ნებართვა და მშენებლობას იწყებს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ კომპანია „ართანა-ლოპოტა“ თვითნებურად, ...

Read More »
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ენერგეტიკული ობიექტების როლი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ხელშეწყობაში

ბოლო პერიოდში, აზიის ქვეყნების მედიებში ისევ აქტიურად ჩნდება ინფომაცია თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტანი-ინდოეთის (TAPI), იგივე ტრანს-ავღანური გაზსადენის მშენებლობის დაჩქარებული წესით გაგრძელების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ის ავღანეთის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, დროებით კვლავ შეჩერდა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, თურქმენეთსა და ავღანეთს შორის წარმატებული მოლაპარაკების შედეგები დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. 1,814 კილომეტრიანი მილსადენი თურქმენეთის გალკინიშის ბუნებრივი აირის საბადოებიდან ავღანეთისა და პაკისტანის გავლით, ინდოეთის ...

Read More »

OPEC-ის შეხვედრა გადაიდო

OPEC+-ის მინისტრების მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრები ორი დღით გადადო. სხდომის გადადების მიზეზი კორონავირუსის ახალი, “ომიკრონის” შტამის ნავთობის ბაზარზე არსებული გავლენის შესწავლაა. მათივე ინფორმაციით, ტექნიკური მონიტორინგის კომიტეტის სხდომა, რომელიც თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი,  1 დეკემბერს გაიმართება. ტექნიკური კომიტეტის ექსპერტები ტრადიციულად ანგარიშს მოამზადებენ, რომელშიც მომავალი თვეების განმავლობაში ნავთობის წარმოების მოცულობის საკითხი იქნება განხილული. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა ...

Read More »
განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთში ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

თურქეთში, ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე უდიდესი წყარო ქარის ენერგია გახდა. როგორც Anadolu წერს, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 22.6% შეადგინა. დღიური მონაცემით, მიღებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 791,794 მეგავატ-საათი შეადგინა, საიდანაც 178, 964 მეგავატ-საათი ქარის ელექტროსადგურებზე მოდიოდა. კონკრეტულად 28 ნოემბრის მონაცემებით, ელეტროენერგიის მიღების უმთავრესი წყარო ჰიდროენერგეტიკა იყო, მას მოსდევდა ქარის ენერგიის გამოყენება, მესამე ადგილზეა ბუნებრივი აირის ელექტროსადგურები 22%-ით, მეოთხეზე კი ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

ენგურზე გენერირებული ელექტრონერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 40/60% პრინციპით განაწილდება

აფხაზეთის ენერგომომარაგება ძველ რეჟიმს უბრუნდება. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ რეგიონთან დენი 40/60-ზე პროპორციით განაწილდება. ენერგეტიკოსების განცხადებით, ამიერიდან დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა არ გახდება საჭირო აფხაზეთისთვის, დანაკლისის შევსება მას თვითონვე მოუწევს. კერძოდ, რუსეთისგან შეიძენს. მხარეებს შორის შეთანხმება 90-იან წლებში ზეპირად დაიდო და ამ ეტაპზეც, ელექტროენერგიის განაწილების საკითხი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა. როგორც აღმოჩნდა, ინიციატივა ენერგეტიკოსებს ეკუთვნით, რაც მთავრობის მხრიდან პრაქტიკულად მხარდაჭერილია. შესაბამისად, ...

Read More »