აზერბაიჯანში წლის მეორე ნახევარში მძლავრი ენერგოობიექტი შევა ექსპლუატაციაში

აზერბაიჯანმა ელექტროენერგიის წარმოება გაზარდა

2021 წელის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 1 მილიარდ 554,4 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა და 22 მილიარდ 855,8 მლნ კვტ/სთ შეადგინა. შესაბამის ინფორმაციას, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით,  აზერბაიჯანული report ავრცელებს.

საანგარიშო პერიოდში თბოელექტრო სადგურებში ელექტროენერგიის წარმოებამ 21 მლრდ 458,6 მლნ კვტ/სთ (+ 1 მლრდ 394,8 მლნ კვტ/სთ) შეადგინა, ჰიდროელექტროსადგურებში – 11 მლრდ 08,9 მლნ კვტ/სთ (+ 162,5 მლნ კვტ/სთ), სხვა წყაროებიდან (ქარი, მზე და BZSTBO) კი – 288,3 მლნ კვტ/სთ (- 2,9 მლნ კვტ/სთ).

ქარის ელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 77 მლნ კვტ/სთ, მზის ელექტროსადგურებმა – 48,5 მლნ კვტ/სთ, ხოლო მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვის სადგურმა – 162,8 მლნ კვტ/სთ.

იანვარ-ოქტომბერში “აზერენერჯიმ”   23 მილიარდ 504,3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოუშვა, ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენერგეტიკის სამსახურმა – 379,1 მლნ კვტ/სთ, დამოუკიდებელმა ელექტროსადგურებმა – 1 მლრდ 915,7 მლნ კვტ/სთ, “აზეერიშიგის” ქარის ელექტროსადგურმა – 56,7 მლნ კვტ/სთ.

Leave a Reply