Author Archives: admin

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – რუსებმა აღიარეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგური დანაღმულია

“აქ, ან იქნება რუსული მიწა, ან გადამწვარი უდაბნო” – აღნიშნულის შესახებ რუსული გარნიზონის მეთაურმა გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილიევმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით განაცხადა. მედიის ცნობით, ოკუ­პან­ტებ­მა ღიად გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ნაღ­მუ­ლია ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი. რუ­სე­თი აღარ მა­ლავს, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ას “ბირ­თვულ ფა­რად” იყე­ნებს. “აქ იქ­ნე­ბა ან რუ­სუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი მიწა, ან გა­და­ი­ბუ­გე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. თქვენ, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცე­ბი, მზად უნდა იყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძა­ნე­ბის ...

Read More »

კუბაზე ნავთობის რეზერვუარს მეხი დაეცა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია

კუბაზე ნავთობის რეზერვუარს მეხი დაეცა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ მატანზასის მახლობლად ღამე მოხდა, დილისთვის კი ცეცხლმა ნავთობის მეორე რეზერვუარს მიაღწია. 17 მეხანძრე, რომლებიც ხანძრის გავრცელების შეჩერებას ცდილობდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადეს. ამასთან, დაშავებულია 77 ადამიანი, 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. ომის დაწყებიდან მალევე Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 120 დოლარსაც კი გადააჭარბა. ნავთობის გაძვირებამ საწვავის შემოტანა კომპანიებს საქართველოშიც გაუძვირა და ადგილობრივ ბაზარზე ფასები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. ბოლო 2 თვეში ნავთობის ფასი დასტაბილურდა – Brent-ი დღეს 94 დოლარამდე ღირს, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 88 დოლარამდე, ...

Read More »

უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრნენ

უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაიმუქრნენ. როგორც „ენერგოატომში“ ირწმუნებიან, რუსეთი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვალერი ვასილევმა თავის სამხედროებს განუცხადა, რომ „ზაპოროჟიე იქნება რუსული მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ის გადამწვარ უდაბნოდ იქცევა“. როგორც უკრაინული მხარე იუწყება, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრობლოკები დანაღმეს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 6 ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო და ფრონტზე არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ისაუბრა. როგორც ზელენსკი „ტვიტერში“ წერს, რუსული ბირთვული ტერორი უფრო მკაცრ პასუხს მოითხოვს. „რუსული ბირთვული ტერორი მოითხოვს უფრო მკაცრ პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან, ის მოითხოვს სანქციებს რუსულ ბირთვულ ინდუსტრიასა და ბირთვულ საწვავზე. დადებითად შეფასდა ზღვით მარცვლეულის ექსპორტის დაწყება. ყირიმის პლატფორმის სამიტისა და სხვა ღონისძიებებისთვის მზადება. ხაზი გაესვა უკრაინისთვის, რაც შეიძლება სწრაფად მაკრო-ფინანსური დახმარების პაკეტის განბლოკვის მნიშვნელობას“, ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე წვდომა

უმაღლესი ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს დაბომბვასა და ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბორელი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს. „ევროკავშირი გმობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებს. ეს არის ბირთვული უსაფრთხოების წესების სერიოზული და უპასუხისმგებლო დარღვევა და რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უნდა ჰქონდეს წვდომა“, – წერს ...

Read More »

TOP 10 ქვეყანა ჰიდროენერგიის ათვისებით

ჰიდროენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IHA) მიხედვით, 2021 წელს საკუთარი ჰიდრორესურსები 38-მა ქვეყანამ აითვისა და მსოფლიოში მთლიანმა დამატებულმა სიმძლავრემ 26 გგვტ შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 5 გგვტ-ით აღემატება. ჰიდროენერგიის ათვისების თვალსაზრისით კვლავ ლიდერობს ჩინეთი, სადაც მსოფლიოში სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური ექსპლოატაციაში შევიდა. სადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 16 გგვტ-ია, სრული დატვირთვით მიმდინარე წელს ამუშავდება და ჩინეთს ყოველწლიურად 62,000 გგვტ/სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს. კანადამ გასულ ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას მკაცრად გმობს

უკიდურესად შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გუშინდელი დაბომბვით, რაც ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ საშიშროებას, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას, გარემოს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, – აცხადებს გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი. მისივე განცხადებით, მზად არის, უხელმძღვანელოს მისიას, რომელშიც გაერო-ს სააგენტოს ექსპერტები შევლენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „ეს მისია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ბირთვული უსაფრთხოების ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

საწვავზე საერთაშორისო კონკურენცია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, საწვავზე საერთაშორისო კონკურენციის ზრდის გარდა, ფასების რეკორდული მატებაც გამოიწვია.   ევროკომისია შემდეგი კვირიდან სრულად კრძალავს რუსული ნახშირის იმპორტს, თავად გაზპრომი – ამცირებს ევროპისთვის გაზის მიწოდებას. ცნობისთვის, რუსეთი ევროკავშირს აირის 40%-ით ამარაგებდა. იმის ფონზე რომ ევროპა ერთდროულად უარს ამბობს რუსულ გაზზე და ამავდროულად ცდილობს ნახშირისა და ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვის შექმნას, ზამთარში მათი ბედი მნიშვნელოვანწილად მაინც აზიის სამ ყველაზე ძლიერ ...

Read More »

„ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინულ კომპანია „ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. რაკეტები ბირთვული ნარჩენებისთვის განკუთვნილ ტერიტორიასთან ჩამოვარდა. კომპანიის ცნობით, ჭურვები გადამუშავებული ბირთვული საწვავის საწყობთან ახლოს ჩამოვარდა, სადაც ბირთვული საწვავით დატვირთული 174 კონტეინერია განთავსებული. დაზიანებულია ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ განთავსებული რადიაციული მონიტორინგის სამი სენსორი, რის გამოც რადიაციის დონის განსაზღვრა სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან, დარტყმების შედეგად დაშავებულია სადგურის ერთ თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსმა ...

Read More »