ჰიდროენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IHA) მიხედვით, 2021 წელს საკუთარი ჰიდრორესურსები 38-მა ქვეყანამ აითვისა და მსოფლიოში მთლიანმა დამატებულმა სიმძლავრემ 26 გგვტ შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემს 5 გგვტ-ით აღემატება.
ჰიდროენერგიის ათვისების თვალსაზრისით კვლავ ლიდერობს ჩინეთი, სადაც მსოფლიოში სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური ექსპლოატაციაში შევიდა. სადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 16 გგვტ-ია, სრული დატვირთვით მიმდინარე წელს ამუშავდება და ჩინეთს ყოველწლიურად 62,000 გგვტ/სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს.
კანადამ გასულ წელს საკუთარ ელექტროსისტემას 924 მგვტ სიმძლავრე დაამატა. ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ჰიდრორესურსების ათვისების დაჩქარების მიზნით, კანადის მთავრობა აქტიურად მუშაობს რეგულაციების შეცვლაზე.
სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ჰიდრორესურსების ათვისების მხრივ, საქართველო 28-ე ადგილს იკავებს. ქვეყანამ გასულ წელს მხოლოდ 10 მგვტ აითვისა.
სრული ანგარიშის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://assets-global.website-files.com/5f749e4b9399c80b5e421384/62d95e9c1d2120ce0b891efc_IHA%20Hydropower%20Status%20Report%202022.pdf?fbclid=IwAR3N7u2I4QFK2-urprCHyyzdWcN49HEMMbUE72KsFd0tfYkDyfWX3zKIqGs
წყარო: “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია”