Author Archives: admin

დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

ნავთობის ტრანზიტის სამ მარშრუტშია, რომლებსაც ყაზახეთი განიხილავს

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა. ეს მარშრუტებია – „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება”, – აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

8 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ლილოს დასახლების, პატარა ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, სამგორი-2 დასახლების, ჯავახეთის, ჭირნახულის (ნაწილობრივ), იუმაშევის (ნაწილობრივ), ღლონტის, არსენ მეკოკიშვილის, ორახელაშვილის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას. ისნის და კრწანისის რაიონები ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

საქართველოს გავლით ახალი გაზსადენი უნდა აშენდეს?!

შუააზიური სახელმწიფოების მხრიდან  საქართველოს გავლით გაზსადენის მშენებლობის ინტერესი მკვეთრად იზრდება. არ არის გამორიცხული, მალე ახალი პროექტის განხორციელება რეალურად დაიწყოს, ხოლო არსებული მილსადენების დატვირთვა მკვეთრად გაიზარდოს. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები (როგორც გაზსადენი, ასევე ნავთობსადენი) შეიძლება საკმარისი არ იყოს და ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპის დროს. შესაბამისად, დადგება კიდევ ერთი მილსადენის აშენების საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა აზერბაიჯანიდან გაზის მეტ ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2022 წლის 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98.57 (+  3.90)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.61  (+  4.44)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ხერსონს ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ შეუწყდა

ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნული საოკუპაციო ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მუშაობენ ელექტროენერგიის ნაწილობრივ აღდგენაზე. მათი თქმით, დენი მას შემდეგ გამოირთო, რაც უკრაინამ ელექტროგადამცემი ხაზები დაბომბა. უკრაინის სამხრეთ ქალაქს, რომელიც რუსეთმა სექტემბერში ანექსირებულად გამოაცხადა, კვირას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეუწყდა. ამის მიზეზი 3 ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება იყო. კირილ სტრემუსოვმა, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონის რეგიონში, კრემლის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეა, ორშაბათს განაცხადა, რომ ...

Read More »

კლიჩკო: კიევი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება, თუ ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩება

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი კიევი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადება, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შემდგომი თავდასხმების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა ქალაქი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვოს. „ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ჩვენ ყველანი მოვკვდეთ. ეს მათი ამოცანაა. რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მომზადებულები ვართ სხვადასხვა ...

Read More »

რუსეთის მტკიცებით, უკრაინელებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს

რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი კახოვკის ჰიდროელექტროსადგური უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა. სააგენტოს განმარტებით, დაზიანება აშშ-ს მიერ წარმოებული და მიწოდებული მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. “უკრაინის მიერ კაშხალზე თავდასხმა ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნის მცდელობაა”. – თქვა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა. გასული თვიდან რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ნოვა კახოვკას კაშხალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. კაშხლის ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

რუსეთში, ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში, ნავთობის ტერმინალი იწვის. მსხვერპლი არ არის. გლადკოვმა აღნიშნა, რომ 21 ნოემბრამდე, რეგიონში საფრთხის დონე მაღალია, რაც „ტერორისტული თავდასხმების” მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს.

Read More »

ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ

ევროკავშირის მკაცრი აკრძალვის ფონზე, რომელიც 10 აგვისტოს რუსული ნახშირის იმპორტზე ამოქმედდა, თურქეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და აფრიკის ქვეყნებმა, ნედლეულის ფასდაკლებით შესყიდვა დაიწყეს. როგორც Bloombergწერს,ნახშირის ეს პარტიები სხვა ქვეყნების მსგავსი კლასის ნახშირთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იყიდება. მაგალითად, სექტემბერში თურქეთმა 1 ტონა რუსული თერმული ნახშირი $199-ად შეისყიდა, რაც კოლუმბიის პროდუქციაზე, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უმსხვილესი მომწოდებელია, 23%-ით იაფია. შეგახსენებთ, რომ რუსული ნახშირის იმპორტი ჩინეთში, ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური სამიტზე სიტყვით გამოვა და კლიმატის ცვლილებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას. შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერმინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი – აბდულ-ფათაჰ ალ-სისი და ...

Read More »