Author Archives: admin

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

იანვარ-თებერვალში საწვავის იმპორტი14,9%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 182,5 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 14,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (158,9 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავისი მპორტმა შეადგინა 92,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 90 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის ...

Read More »

დაბინძურებული ნიადაგი, ჰაერი წყალი… ბირთვული საფრთხე – ომის გავლენა გარემოსა და კლიმატზე

“ნება მო­მე­ცით, ბო­დი­ში მო­ვი­ხა­დო ყვე­ლა რუ­სის სა­ხე­ლით, ვინც ვერ შეძ­ლო ამ კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა”, – ეს სი­ტყვე­ბი გა­ე­როს კლი­მა­ტის წლე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ოლეგ ანი­სი­მოვ­მა წარ­მოთ­ქვა. სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ გა­ე­როს კლი­მა­ტის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი დე­ლე­გა­ტის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და ომის გა­ჩა­ღე­ბის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და. რო­გორც მე­დია წერს, ანი­სი­მოვს ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რიც სთხო­ვეს, რა­ზეც უპა­სუ­ხა, რომ ეს ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა და $112-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 7,53 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 112,01 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

მსოფლიოში პირველად, ევროკავშირში CO2-ის ემისიის ტარიფი დაინერგება

ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ბლოკის გადაწყვეტილებას, რომელიც დაბინძურებული საქონლის იმპორტისთვის, ნახშირორჟანგის ემისიებზე ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, მსოფლიოში პირველი CO2-ის ემისიის ტარიფი ევროკავშირში 2026 წლისთვის დაინერგება. ორგანიზაციის ახალი გეგმის შესახებ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების შედეგად დაზუსტდება. ევროკავშირს სურს, რომ 2026 წლისთვის გადასახადი დაწესდეს ფოლადის, ცემენტის, სასუქების, ალუმინისა და ელექტროენერგიის იმპორტზე. გადაწყვეტილების მიზანია, ევროპული ინდუსტრია სუსტი გარემოსდაცვითი წესების მქონე ქვეყნებში წარმოებული იაფი ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა და 1200 დოლარიან ნიშნულს ისევ გადასცდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 2,6%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 230 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გასაული კვირის ორშაბათს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდული  3 900 აშშ დოლარამდე გაზრდის შემდეგ, პარასკევს მკვეთრად შემცირდა და 1400 აშშ დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. მიმდინარე კვირას ფიუჩერსების ...

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

გერმანია ნორვეგიასთან წყალბადის მილსადენის მშენებლობას განიხილავს

გერმანია და ნორვეგია განიხილავენ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი წყალბადის მილსადენის მშენებლობას, რათა შეამცირონ ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე. ქვეყნები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას პროექტზე, რომელიც მწვანე წყალბადს ნორვეგიიდან გერმანიაში გადაიტანს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გაჰრ შტორმა აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე განიხილეს. “მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ევროპისთვის ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების დაჩქარება რუსული გაზისა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 17 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106,64  (+  8,62)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102,98  (+  7,94)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მდგომარეობა გაუარესებულია – ლიუდმილა დენისოვა

ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის რადის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მდგომარეობა გაუარესებულია და არსებობს რადიაციის გაჟონვის რისკი. „უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე რუსეთის ფედერაციის სამხედროთა მოქმედებები ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელს ევროპას. გუშინ მტრის ცეცხლის გამო დაზიანდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მაღალვოლტიანი ხაზი… ხაზის რემონტი შეუძლებელია, ვინაიდან დაზიანების ზონაში გრძელდება აქტიური სამხედრო მოქმედებები… არსებობს დენის მიწოდების სრული შეწყვეტის საფრთხე. თუკი ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 18 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, III კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის, ტაბიძის, გიორგი გეგეჭკორის, მედეა ჩახავას, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ...

Read More »

აშშ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან 30 მილიონ ბარელ ნავთობს გადასცემს შვიდ კომპანიას

აშშ-ის ხელისუფლება შვიდ ამერიკულ კომპანიას გადასცემს სტრატეგიული მარაგიდან გამოთავისუფლებულ 30 მილიონ ბარელ ნავთობს. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის  მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამ მონაცემების მიხედვით, „კონტრაქტები დაიდო  30 მილიონ ბარელზე, რომელიც გასაყიდად იყო გამოტანილი აშშ-ს სტრატეგიული ნავთობის მარაგებიდან“. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სტრატეგიული მარაგებიდან 30 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლების ბრძანება გასცა უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ეს ...

Read More »