აშშ-ის ხელისუფლება შვიდ ამერიკულ კომპანიას გადასცემს სტრატეგიული მარაგიდან გამოთავისუფლებულ 30 მილიონ ბარელ ნავთობს. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ამ მონაცემების მიხედვით, „კონტრაქტები დაიდო 30 მილიონ ბარელზე, რომელიც გასაყიდად იყო გამოტანილი აშშ-ს სტრატეგიული ნავთობის მარაგებიდან“.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სტრატეგიული მარაგებიდან 30 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლების ბრძანება გასცა უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო კიდევ 30 ქვეყანასთან – ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრებთან, რომლებიც შეთანხმდნენ ერთობლივად გამოეთავისუფლებინათ თავიანთი ნავთობის სტრატეგიული მარაგებიდან ჯამში 60 მილიონი ბარელი. ეს გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო ოპერაციის ფონზე მიწოდების შესაძლო შეფერხებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.