Author Archives: admin

სიბნელეში, მაგრამ #თქვენსგარეშე – ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ მოლდოვაში ანტირუსული ფლეშმობი დაიწყო

უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის პრობლემა მეზობელ მოლდოვასაც შეექმნა. მოლდოვაში ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ამოქმედდა ფლეშმობი ჰეშთეგით #безвас.  რომლის მეშვეობითაც ინტერნეტმომხმარებლები რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ და სიბნელეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. მათი თქმით, ისინი იბრძოლებენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამის შესახებ newsmaker.md წერს. „სიბნელეში, მაგრამ #თქვენსგარეშე. ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს სხვა მომავალი უნდა ჰქონდეთ! და ჩვენ ვიბრძოლებთ მათი ნორმალური ცხოვრებისთვის ...

Read More »

ზელენსკი – აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და კომუნიკაციები მოქალაქეებს ეტაპობრივად მიეწოდებათ. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის მიწოდების მხრივ რთული მდგომარეობაა ქვეყნის 15 რაიონში. „მათ შორის, ყველაზე  მეტი სირთულე კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავასა და ხარკოვის რეგიონებშია, მაგრამ კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან ერთად, ჩვენ ასევე ვაწვდით წყალმომარაგებასა და გათბობას. ენერგიის მდგომარეობა თითქმის ყველა ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

25 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების და შოთა ნიშნიანიძის ქუჩის მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ...

Read More »

ნავთობის ფასი $80-ს ჩამოსცდა

2022 წლის 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.41 (-  2.95)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.94 (-  3.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მყინვართა სწრაფი დნობის შედეგად, გარემოში წარმოუდგენლად დიდი ოდენობით უცნობი მიკრობი თავისუფლდება

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სწრაფად დნობადი მყინვარებიდან მდინარეებსა და ნაკადულებში დიდი ოდენობით ბაქტერია ჩაედინება, რამაც შეიძლება, ეკოსისტემების გარდაქმნა გამოიწვიოს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ათ ადგილას, მყინვარების ჩამონადენის კვლევის შემდეგ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის გამო, მომდევნო 80 წელიწადში, მყინვარების დნობის შედეგად, გარემოში შეიძლება ასობით ათასი ტონა ბაქტერია გამოიყოს. „მყინვარებს გაყინული წყლის უზარმაზარ რეზერვუარებად მივიჩნევთ, მაგრამ ამ კვლევიდან მიღებული მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.7 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  გაიზარდა 3.7 მლნ  ბარელით და შეადგინა 431,7 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 3.1 მილიონი ბარელით  და შეადგინა  211.0 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 1,7 მილიონი ბარელით და შეადგინა  109.1 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდა

რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ. ინფორმაციას Bloomberg 23 ნოემბერს, წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მინისტრების მოსაზრებები განსხვავებული იყო რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ნავთობის ღირებულების შეზღუდვებისა და ზღვრული ღირებულებების შემოღების გრაფიკთან დაკავშირებით. ევროკომისიამ ფასის ზედა ნიშნულად ბარელზე 65 დოლარი შესთავაზა ქვეყნებს, ხოლო პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ამას მოსკოვისთვის ძალიან “კეთილშობილური შეთავაზება” უწოდეს. Bloomberg აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყანა, ...

Read More »

ევროპას ზამთარში გაზის კრიზისის თავიდან აცილება შეუძლია

ევროპაში ბოლო კვირების განმავლობაში შენარჩუნებული თბილი ამინდის წყალობით, რეგიონი შეძლებს 2022-2023 წლების ზამთრის სეზონზე გაზის დეფიციტი თავიდან აირიდოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის მიმწოდებლის, სინგაპურის კომპანია Trafigura-ს, თანახმად, ევროპის გაზის მარაგი შეიძლება შემცირდეს დაახლოებით ორი მესამედით ამ ზამთარში, იმ პირობით, რომ ამინდი სტაბილურია და რუსული საწვავის მიწოდება გაგრძელდება უკრაინის გავლით. ეს ნიშნავს, რომ რეგიონი შეძლებს გაუძლოს გათბობის სეზონს და მიიღოს ...

Read More »

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ევროპარლამენტი კამპანიის „იმედის გენერატორები“ ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ევროპარლამენტი კამპანიის „იმედის გენერატორები“ ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „ახლა უკრაინას სჭირდება პრაქტიკული მხარდაჭერა ზამთრის გადასატანად. ვერთიანდებით „ევროპული ქალაქების ასოციაციასთან“, რათა უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები მივაწოდოთ. საავადმყოფოებსა და ადამიანებს ელექტროენერგია და სუფთა წყალი უნდა მოვაწოდოთ. მოვუწოდებ ევროპის ყველა ქალაქს, შემოუერთდნენ ჩვენ „იმედის გენერატორების“ კამპანიას“, – აცხადებს რობერტა მეცოლა.

Read More »

ევროკავშირი აპირებს 1000 კუბურ მეტ გაზზე ფასის ჭერი 3000 დოლარამდე დაადგინოს

ევროკომისია გამოდის წინადადებით, მოხდეს 3000 დოლარის ფასის ჭერის დადგენა ბუნებრ აირზე, რომელიც რეგიონის ეტალონ ჰაბში – ნიდერლანდურ TTF-ზე ივაჭრება. ევროპაში აღნიშნული ფასის გადალახვა მხოლოდ 5 დღით მოხდა 22-26 აგვისტოს მონაკვეთში. „სწორედ ეს საფასო პიკი იქნა მიღებული საორიენტაციოდ, იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ უზომოდ მაღალ ფასებს“, – წერია ევროკომისიის განცხადებაში. ამ დროისთვის დეკემბრის ფიუჩერსები TTF-ზე ბირჯაზე ICE Futures 1000 კუბურ მეტრზე 1 ...

Read More »