ევროკომისია გამოდის წინადადებით, მოხდეს 3000 დოლარის ფასის ჭერის დადგენა ბუნებრ აირზე, რომელიც რეგიონის ეტალონ ჰაბში – ნიდერლანდურ TTF-ზე ივაჭრება.
ევროპაში აღნიშნული ფასის გადალახვა მხოლოდ 5 დღით მოხდა 22-26 აგვისტოს მონაკვეთში.
„სწორედ ეს საფასო პიკი იქნა მიღებული საორიენტაციოდ, იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ უზომოდ მაღალ ფასებს“, – წერია ევროკომისიის განცხადებაში.
ამ დროისთვის დეკემბრის ფიუჩერსები TTF-ზე ბირჯაზე ICE Futures 1000 კუბურ მეტრზე 1 300 დოლარად ივაჭრება.
პრეს-რელიზში ასევე წერია, რომ მეორე ფასის ჭერი შესაძლოა, დადგინდეს ასევე გათხევადებულ იმპორტირებულ გაზზეც.
კომისიის აზრით, უნდა მოხდეს ავტომატური ჩარევა, იმ შემთხვევაში, თუ ფასები მყისიერად ავარდება.
აღნიშნული შესაძლოა, გააქტიურდეს 2023 წლის 1-ლი იანვრიდან და შესაძლებელია მისი გაჩერება ნებისმიერ მომენტში. იმის გამო, რომ არ მოხდეს მიწოდებაში პრობლემები, ეს მექანიზმი შეძლებს ფასის დაჭერას მხოლოდ 1 თვით.
წყარო: bpn.ge