უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის პრობლემა მეზობელ მოლდოვასაც შეექმნა.
მოლდოვაში ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ამოქმედდა ფლეშმობი ჰეშთეგით #безвас. რომლის მეშვეობითაც ინტერნეტმომხმარებლები რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ და სიბნელეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. მათი თქმით, ისინი იბრძოლებენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამის შესახებ newsmaker.md წერს.
„სიბნელეში, მაგრამ #თქვენსგარეშე. ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს სხვა მომავალი უნდა ჰქონდეთ! და ჩვენ ვიბრძოლებთ მათი ნორმალური ცხოვრებისთვის ცივილიზებულ სამყაროში“, – წერს TRACOM-ის აღმასრულებელი დირექტორი აურელია სალიკოვა ფეისბუქზე..
წყარო: commersant.ge