Author Archives: admin

ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ავტომობილების გამონაბოლქვის სუნთქვა თავის ტვინის მუშაობას სულ რაღაც ორ საათში აფერხებს

დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა შეიძლება გავლენას ახდენდეს თქვენს თავის ტვინზე. კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ვიქტორიას უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მანქანების გამონაბოლქვის შესუნთქვამ სულ რაღაც ორ საათში შეიძლება შეცვალოს თავის ტვინის დაკავშირებადობის უნარი. შედეგები ეფუძნება 25 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებულ რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა ცდას; მანქანის გამონაბოლქვის ზემოქმედების ქვეშ ისინი ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. მეორე ეტაპზე, მონაწილეები სუფთა, გაფილტრული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. თითოეული სცენარის ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ქვანახშირის იმპორტი გაიზარდა

ნოემბერში საქართველოში 14.6 ათასი ტონა ქვანახშირი მოიპოვეს, რაც 27%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე (2021 ნოე -11.5 ათასი  ტ). წარმოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვანახშირის იმპორტიც. ნოემბერში მყარი საწვავის იმპორტმა 13.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 230%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021ნოე-4 ათასი ტ). საანგარიშო პერიოდში ქვანახშირის შიდა მიწოდება 54%-ით 43 ათას ტონამდე გაიზარდა. წყარო: gbc.ge

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

რუსეთმა და თურქეთმა გაზის ჰაბის უსაფრთხოების საკითხების განხილვა დაიწყეს

რუსეთი და თურქეთი ექსპერტების დონეზე გაზის ჰაბის უსაფრთხოების დელიკატურ საკითხებს განიხილლავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოლეგ სირომოლოტოვმა განაცხადა. „ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იყო [რუსეთის პრეზიდენტის] ვლადიმერ პუტინის ინიციატივა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის შესახებ. ამჟამად ექსპერტების დონეზე განიხილება ამ იდეის განხორციელების სხვადასხვა ასპექტი. კმაყოფილი ვარ თურქი პარტნიორების ენთუზიაზმით, მათი კონსტრუქციული მიდგომით და მჭიდრო ერთობლივი მუშაობისთვის“, – განაცხადა ოლეგ სირომოლოტოვმა. სირომოლოტოვმა ...

Read More »

„ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შესაძლოა, განახლდეს,“ – BP

ბაქო-სუფსის ნავთობსადენით შესაძლოა, ნავთობის ექსპორტი განახლდეს. ამის შესახებ კასპიის რეგიონში BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ბახტიარ ასლანბეილმა APA-Economics-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად BP ამ ნავთობსადენს არ იყენებს და კომპანიის მთელი საექსპორტო პოტენციალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადის, რაც, ძირითადად, შავ ზღვაში ტანკერების მცირე რაოდენობით არის განპირობებული. თუ ამ მხრივ ვითარება შეიცვალა, ასლანბეილი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედებას არ გამორიცხავს. ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ტრანსადრიატიკული გაზსადენის გაფართოების პირველი ეტაპი იწყება

ტრანსადრიატიკული გაზსადენის გაფართოების პირველი ეტაპი იწყება. 2021 წელს ჩატარებული ბაზრის ტესტირების ფარგლებში სავალდებულო შეთავაზებების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია TAP-ის სიმძლავრის გაფართოება (წელიწადში 1,2 მილიარდი კუბური მეტრით) გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომლებიც ძალაში 2026 წლიდან შევა.

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

თურქეთი 2030 წლისთვის გაზის იმპორტზე უარს იტყვის

TPAO ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მელიჰ ხან ბილგინმა თურქეთის გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2030 წლისთვის ბუნებრივი აირის იმპორტის სრულად შეწყვეტას გულისხმობს. „უკვე ვამზადებთ გეგმებს მომავალი წლებისთვის. ჩვენი მიზანი 2030 წლისთვის არის თურქეთის დამოკიდებულების აღმოფხვრა ბუნებრივი აირის იმპორტზე. რიცხობრივად, თურქეთის ენერგეტიკული იმპორტის დეფიციტი 2022 წელს დაახლოებით 90-100 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო. ენერგიის იმპორტი თურქეთის საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის მთავარი პრობლემაა. ყოველთვიურად ეს 8-9 ...

Read More »

„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში “ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

„ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში სს“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით 3 დღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2023 წლის აპრილში დასრულდება. როგორც ფონდის დირექტორმა, ჯაბა ხმალაძემ აღნიშნა: „პროექტის განხორციელების შემდეგ, ქვეყანას ექნება ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ავტომატურ რეჟიმში მოვახდინოთ ენგურის აუზის მდინარეებზე დღეს არსებული და სამომავლო წყლის შემოდინების, ნალექებისა და სხვა მეტეოროლოგიური მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: საწვავის შესახებ კვლევა დასკვნით ეტაპზეა და ვვარაუდობთ, რომ პირველადი შედეგები შეიძლება გავასაჯაროვოთ თებერვლის თვეში

კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევა 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ამას საფუძვლად დაედო 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „2022 წელს საწვავი იყო ძალიან ძვირი მთლიანობაში და ეს განპირობებული იყო კურსით და საერთაშორისო ფასებით ნავთობპროდუქტებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ დავინახეთ განსხვავებული ქცევა ამ მონიტორინგის პროცესში. ეს უკავშირდებოდა ...

Read More »
engurhesis-ენგურჰესის

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის სიმტკიცის შესაფასებლად კვლევა იგეგმება

ენგურჰესის რეაბილიტაციის ფარგლებში, ენგურის თაღოვანი კაშხლის სიმტკიცის შეფასებისათვის ბეტონისა და კლდის ნიმუშების აღებისა და მათი ლაბორატორიული შემოწმების მიზნით კაშხლის ტანის ბეტონში და კლდოვან საძირკველში 13 ვერტიკალური სვეტოვანი და 3 ჰორიზონტალური ბურღილის შესრულება ხდება სავალდებულო. როგორც ირკვევა აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია განხორციელდეს არაუმეტეს აპრილამდე, ვინაიდან ამ პერიოდში წყლის დონე წყალსაცავში ყველაზე დაბალია და მინიმალურია ფილტრაციული წყლების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოების შესასრულებლად.დიდი ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

30 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფეიქართა, წყალსადენის, შეშელიძის და გრაფ შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის, მიხეილ თამარაშვილის, ...

Read More »