„ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შესაძლოა, განახლდეს,“ – BP

ბაქო-სუფსის ნავთობსადენით შესაძლოა, ნავთობის ექსპორტი განახლდეს. ამის შესახებ კასპიის რეგიონში BP-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომუნიკაციებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ბახტიარ ასლანბეილმა APA-Economics-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად BP ამ ნავთობსადენს არ იყენებს და კომპანიის მთელი საექსპორტო პოტენციალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით გადის, რაც, ძირითადად, შავ ზღვაში ტანკერების მცირე რაოდენობით არის განპირობებული. თუ ამ მხრივ ვითარება შეიცვალა, ასლანბეილი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედებას არ გამორიცხავს.

მისი ცნობით, ამ მილსადენის პოტენციალი ბოლომდე არ ამოწურულა. ის მზად არის ექსპლუატაციისთვის და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ამოქმედდეს.

ყაზახური ნავთობის ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირების გაზრდის შესახებ კითხვაზე, ბახტიარ ასლანბეილმა განაცხადა, რომ აღნიშნული მილსადენით ყაზახური ნავთობი ტრანზიტით გასული წლიდან ტრანსპორტირდება და მოცულობა აუცილებლად გაიზრდება.

BP-ის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ ბთჯ-ით ტრანზიტის მოცულობაზე გარკვეული შეზღუდვები არსებობს, კერძოდ, მილსადენის თავისუფალი მოცულობა ყაზახური ნავთობით ხარისხის სხვაობის გამო ვერ შეივსება.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply