საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

თურქეთი 2030 წლისთვის გაზის იმპორტზე უარს იტყვის

TPAO ნავთობკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მელიჰ ხან ბილგინმა თურქეთის გეგმების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2030 წლისთვის ბუნებრივი აირის იმპორტის სრულად შეწყვეტას გულისხმობს.

„უკვე ვამზადებთ გეგმებს მომავალი წლებისთვის. ჩვენი მიზანი 2030 წლისთვის არის თურქეთის დამოკიდებულების აღმოფხვრა ბუნებრივი აირის იმპორტზე. რიცხობრივად, თურქეთის ენერგეტიკული იმპორტის დეფიციტი 2022 წელს დაახლოებით 90-100 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო.

ენერგიის იმპორტი თურქეთის საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის მთავარი პრობლემაა. ყოველთვიურად ეს 8-9 მილიარდი დოლარია“, – ციტირებს ბილგინის სიტყვებს A Haber-სი.

TPAO-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შავ ზღვაში გაზის მოპოვების დაწყებით, თურქეთი პირველ ეტაპზე შიდა მოხმარების დაახლოებით 10%-ის დაფარვას შეძლებს.

„ეს ხანგრძლივი პროცესია. რეზერვების განვითარება 30-40 წელს გაგრძელდება. პირველ ეტაპზე დღეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს გამოვიმუშავებთ. თავიდან მოხმარების 10%-ს დავფარავთ.

ანუ, 9 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველთვიური ხარჯების ნაცვლად, გაზის იმპორტზე თვეში 8 მილიარდ დოლარს დავხარჯავთ“, – განაცხადა მან.

ბილგინმა ასევე აღნიშნა, რომ „ამჟამად არავინ არის, ვინც თურქეთზე უკეთ იცნობს შავი ზღვის გეოლოგიას და შეუძლია იქ ბურღვა უფრო ეკონომიურად, სწრაფად და უფრო ზუსტად“.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ თურქეთს „არ აქვს პარტნიორობა არც ერთ მხარესთან შავ ზღვაში საბადოების განვითარებაში“.

„ეს საბადოები ჩვენია, სანაპიროდან 250 კილომეტრში. აქ ყველა რესურსი, თევზის, ზღვისა და ნავთობის ჩათვლით, თურქეთს ეკუთვნის. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური და ოპერატიული რისკები“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply