Author Archives: admin

International energy agency: ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს

IEA-მა ნავთობის მოპოვების პროგნოზი შეამცირა OPEC +-ის ფარგლებს გარეთ

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) მცირედით შეამცირა პროგნოზი 2021 წელს ნავთობის მოპოვების შესახებ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან “OPEC +”-ში. მომავალი წლის პროგნოზის ცვლილება არ მომხდარა. სააგენტოს დეკემბრის თვის  ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირი”. „ჩვენს წინა ანგარიშთან შედარებით, ნავთობის მოპოვების პროგნოზი ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან “OPEC+”-ში მიმდინარე წლის შედეგებით შემცირებულ იქნა 100 ათასი ბარელით/დღეში 47,6 მილიონ ბარელამდე/დღეში“, – ნათქვამია ანგარიშში. ეს აიხსნება იმით, ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენმა, რომლის ოპერატორიც კომანია BP-ია, მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია და ჯამში 500 მილიონი ტონა ნავთობი გადაზიდა სანგაჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით ჯეიჰანის ტერმინალზე. BP საქართველოს ცნობით, ეს ნიშნული 12 დეკემბერს დაფიქსირდა, სწორედ ამ დღეს კასპიის ნედლი ნავთობის მეხუთასე ტონა გავიდა მილსადენში, 4922-ე ტანკერში სახელწოდებით “ნორდორსი” ჩაიტვირთა და იტალიისკენ (ტრიესტისკენ) გაემართა. “ეს მიღწევა მნიშვნელოვანია BTC-ის თხუთმეტწლიანი ექსპლუატაციის ...

Read More »

“იმედი გვაქვს, გაზსაცავის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება”

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა, სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება. როგორც თვალაბეიშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, პანდემიის გამო პროექტის თანხები სხვა მიმართულებით დაიხარჯა და მხოლოდ 30 მილიონი ევროა დარჩენილი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მთავრობას საჭირო თანხის მოძიება არ გაუჭირდება. „გაზსაცავის მშენებლობაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. 2019 წელს მოპოვებული იყო 250 მილიონი ევროს დაფინანსება. პანდემიის გამო, ამ თანხის გადამისამართება მოხდა ...

Read More »

ნიუ იორკში, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება

ნიუ იორკში, ახალ შენობებში ბუნებრივი აირის შეყვანა აიკრძალება. შესაბამის პროექტს ქალაქის საკრებულო დღეს უყრის კენჭს. როგორც „როიტერი“ წერს, ნიუ იორკი ერთ-ერთია იმ ამერიკულ ქალაქებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავიდან ე.წ. მწვანე ენერგიაზე გადასვლას შეეცდებიან. მას შემდეგ რაც, ნიუ იორკის საკრებულო ბუნებრივ აირის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, მეგაპოლისის მცხოვრებლებს ელექტროენერგიაზე გადასვლა მოუწვეთ. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ გზით ნიუ იორკში მავნე გამონაბოლქვის შემცირებას ...

Read More »

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი: სანქციების სამიზნედ არა მხოლოდ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” შეიძლება გახდეს

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ უნდა იქნეს მიჩნეული უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ დისკუსიის ერთადერთ საგნად. ამის შესახებ სამშაბათს განუცხადა Reuters-ს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა. „გაზპრომს“ აქვს სხვა მილსადენებიც, რომლებიც ენერგომატარებლებს აწვდის ევროპას, აღნიშნულია Reuters-ის ცნობაში. დასავლეთის ქვეყნებმა უკვე გააფრთხილეს მოსკოვი მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების გამოყენების შესახებ, თუკი რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ დაარღვევენ უკრაინის საზღვრებს. გფრ-ის მთავრობის წყარომ ...

Read More »

„როცა ვეუბნებით ინვესტორს, რომ 2025 წლამდე შევსებულია მზისა და ქარის კვოტები, იქ ნებისმიერ გეგმაში ერთი თეთრის ჩადებაც უკვე წარმოუდგენელია“

საქართველოში ახალი ენერგო ობიექტების დანერგვა ბევრ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული. გამონაკლისს არც განახლებადი ენერგო პროექტები წარმოადგენს. „ენერგონიუსი“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს, გიორგი ჩიქოვანს დაუკავშირდა განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ. განახლებად ენერგოობიექტების პროეტების განვითარებასთან მიმართებაში ერთ–ერთი სერიოზულ პრობლემად კვოტების საკითხი სახელდება – როცა ვეუბნებით ინვესტორს, რომ 2025 წლამდე შევსებულია მზისა და ქარის კვოტები, რა კუთხით ქმნის აღნიშნული დაბრკოლებას? ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ევროკომისია გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტებს აკრძალავს

ევროკომისია 2049 წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს. ევროკომისიამ სპეციალური დოკუმენტი მოამზადა. ევროკომისია იმედოვნებს, რომ მის მიერ შემუშავებული ზომები  ევროპულ ქვეყნებს გაზის კრიზისზე „უფრო ეფექტურ რეაგირებაში“ დაეხმარება. ასევე, იგეგმება ცვლილებები გაზის შენახვასთან დაკავშირებით, მათ შორის, დოკუმენტის თანახმად ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები გაზის საცავების შევსების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად გათბობის სეზონის დაწყებამდე. გარდა ამისა, იგეგმება ქვეყნებს მიეცით საშუალება სატრანსპორტო ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.70  (- 0,69)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.73 (-  0,56)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას; კრწანისის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას; სამგორის რაიონი -​ 12:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის, ენუქიძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას;​ 13:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების ...

Read More »

ბიტკოინების 90% მოპოვებულია, დარჩენილი 10%-ის მოპოვებას კი 120 წელი დასჭირდება

ბიტკოინის მაქსიმალური შესაძლო ოდენობის ანუ 21 მილიონი ბიტკოინის 90% უკვე მოპოვებულია. მონაცემებს ბლოკჩეინ-ტრეკერი, Blockchain.com ავრცელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ბაზარზე, დაახლოებით, 18,89 მილიონი BTC-ის მონეტაა. ამ მიზნის მიღწევას, თითქმის, 12 წელი დასჭირდა. პირველი ბიტკოინები 2009 წლის 9 იანვარს მოიპოვეს. თუმცა Blockchain.com-ის შეფასებით, დარჩენილი 10%-ის ანუ 2,11 მილიონი მონეტის მოპოვებას კიდევ 120 წელი დასჭირდება და მინიმუმ 2140 წლის თებერვლამდე არ ...

Read More »