საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) მცირედით შეამცირა პროგნოზი 2021 წელს ნავთობის მოპოვების შესახებ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან “OPEC +”-ში. მომავალი წლის პროგნოზის ცვლილება არ მომხდარა. სააგენტოს დეკემბრის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირი”.
„ჩვენს წინა ანგარიშთან შედარებით, ნავთობის მოპოვების პროგნოზი ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან “OPEC+”-ში მიმდინარე წლის შედეგებით შემცირებულ იქნა 100 ათასი ბარელით/დღეში 47,6 მილიონ ბარელამდე/დღეში“, – ნათქვამია ანგარიშში. ეს აიხსნება იმით, რომ აშშ-ში მოპოვების ზრდა კომპენსირდება ბრაზილიაში შემცირებით.
სააგენტო თავის წინა ანგარიშში პროგნოზირებდა 2021 წელს “OPEC +”-ში არშემავალ ქვეყნებში მოპოვებას 47,4 მილიონი ბარელის ოდენობით/დღეში. „2022 წლის პროგნოზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა გასული თვის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ… მოსალოდნელია, რომ მოპოვების ზრდა შეადგენს საშუალოდ 1,8 მილიონ ბარელს/დღეში“, – ნათქვამია ასევე ანგარიშში.