Author Archives: admin

რომეო მიქაუტაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ალფარსლან ბაირაქტარს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სრულფასოვანი ამოქმედების მნიშვნელობას როგორც ...

Read More »
ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

აფხაზებს რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგია არ ჰყოფნით – „ენგურჰესი დაცლილია“

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ინტენსიური მატებაა, რაც გამოწვეულია როგორც ზამთრის სეზონის ბუნებრივი დატვირთვის ზრდით, ისე უკანონო მოხმარებით, რაშიც ლომის წილი კრიპტოვალუტის მაინინგს უკავია. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს. „ჩერნომორენერგოს“ მონაცემებით, თუ 2019 წელს აფხაზეთის მთლიანი დღიური მოხმარება დეკემბერ-თებერვალში 8,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, წელს, დაახლოებით, 11,8 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ხოლო მაინიგზე, ბუნებრივი დატვირთვების ...

Read More »

გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზმომარაგება 7600 აბონენტს დროებით შეუწყდება

გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზმომარაგება 7600 აბონენტს დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება პარასკევს – 11 თებერვალს. 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე. „გაცნობებთ, რომ კახეთის გზატკეცილზე გაზსადენის გადაუდებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 22:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება: კახეთის გზ. 3ა, კახეთის გზ. 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,პიტ სტოპი”-ს, ვარკეთილის ...

Read More »

ლუკაშენკო რუსეთთან ომის შემთხვევაში უკრაინას ელექტროენერგიის გარეშე დატოვებით დაემუქრა

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთთან ომის შემთხვევაში უკრაინას ელექტროენერგიის გამორთვის დაემუქრა. ამის შესახებ მან ტელეწამყვან ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში ისაუბრა. მათი საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა Soloviev Live YouTube არხზე. სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ შეაჩერებს ელექტროენერგიის და საწვავის და საპოხი მასალების (საწვავი და საპოხი მასალები) მიწოდებას უკრაინისთვის იმ შემთხვევაში, თუ კიევი მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირებაში შევა და დონბასში საომარი მოქმედებების წარმოებას დაიწყებს. „ჩვენ შევწყვეტთ არა ...

Read More »

ტრამპი: გერმანია რუსეთის მძევალია – თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოჰყვებოდა

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გამო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა. „მე ნამდვილად ვცდილობდი ანგელა მერკელი დამერწმუნებინა, არ დაემტკიცებინა გაზსადენის შესახებ შეთანხმება, რადგან განვაცხადე, რომ გერმანია მძევალი გახდებოდა. ეს არის ის, რაც არის – გერმანია რუსეთის მძევალია. თავის დროს ანგელა მერკელს თეთრი დროშა ხუმრობით მივეცი და ვუთხარი: რუსეთს დაუყოვნებლივ ჩაბარდებით, როდესაც ეს გარიგება დასრულდება“, – აღნიშნა დონალდ ...

Read More »

გოლეთიანი: 1 კვირაში თუ არ გვიპასუხებენ, გადავალთ აქტიურ ფაზაზე, გადმოვიტანთ კარვებს „ენკას“ შესასვლელთან

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის წევრებმა დღეს ხეობაში მანქანების კოლონით საპროტესტო მსვლელობა გამართეს. როგორც მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ხელისუფლებას 1-კვირიან ვადას აძლევენ კომპანია „ენკაზე“ და ზოგადად, პროექტის სამომავლო ბედთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხის მისაღებად. გოლეთიანი ამბობს იმასაც, რომ თუ ამ ვადაში პასუხებს ვერ მიიღებენ, ისინი პროტესტის აქტიურ ფაზაზე გადავლენ და კარვებს „ენკას” ბაზის შესასვლელთან გადაიტანენ. „მოვითხოვთ, რომ დროულად იყოს რეაგირება და ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV, Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის,  თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ავჭალა-1 ...

Read More »

სემეკი განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციის – „ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადებებს. მათ მიერ გაჟღერებული განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუტისა და პერსონალურად, კომისიის წევრების დისკრედიტაციას. პირველ რიგში, სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში კომისიაში ტარიფების ზრდა არ განიხილება. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები შეიცავს მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რაც მოსახლეობის ელექტროენერგიით, ბუნებრივი გზითა თუ სასმელი ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

მსოფლიოში ნავთობის გაიაფების არანაირი ნიშნები არ ჩანს

ბოლო დღეებში, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ირყევა. ორი დღის წინ, `ბრენტის~ ღირებულებამ 93 დოლარი შეადგინა, გუშინ კი 90 დოლარი ღირდა. იქამდე 87-დოლარიანი ნიშნულიც დაფიქსირდა, იყო 91-დოლარიანი მაჩვენებელიც. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რის გამო ხდება ყოველდღიურად ფასთა სხვაობა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე მაშინ, როდესაც ლარი საგრძნობლად მყარდება.  მსოფლიოში ვითარება ძალიან დაძაბულია. ფასები `პლატცის~ მიხედვით, ასე გამოიყურება: 1 ტონა ბენზინი 895 ...

Read More »

„მინდელის“ შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „საქნახშირის“ კომისია პირველად შედეგებს აქვეყნებს

ტყიბულში, „მინდელის“ შახტში, 30 იანვარს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი მეშახტე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, „საქნახშირის“ კომისიამ პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ნახშირმომპოვებელ კომპანიაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას აგრძელებს შრომის ინსპექციაც და მუშაობს პოლიციაც, საბოლოო დასკვნა კი, მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი. ამასთანავე, „საქნახშირში“ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს. „საქნახშირმა“წარმოადგინა კვლევის პირველადი შედეგები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა შედეგმა შესაძლოა, მოდიფიცირება ...

Read More »