Author Archives: admin

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჭიაურელის და გაფრინდაულის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და იოსელიანის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას, ხიზანიშვილის, პაიჭაძის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის ...

Read More »

მზე მთელი თვის განმავლობაში განუწყვეტლად იფრქვევა, წინ კიდევ უფრო მძლავრი ამოფრქვევებია

გასული რამდენიმე კვირა მზისთვის ფრიად დატვირთული იყო. ჩვენს ვარსკვლავზე გიგანტურ ამოფრქვევათა მთელი სერია ხდებოდა, რა დროსაც კოსმოსში პლაზმა იტყორცნებოდა. მათ შორის ყველაზე დრამატული იყო მძლავრი კორონარული მასის ამოტყორცნა და მზის ანთება, რომელიც მზის მეორე, ჩვენგან დამალულ მხარეს 15 თებერვალს მოხდა. თუ ზომას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ეს ამოფრქვევა ყველაზე მძლავრ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რაც კი ჩვენს მზეს ძალუძს: X-კლასის ანთებას. ვინაიდან ანთება და კორონარული მასის ამოტყორცნა დედამიწის საპირისპირო მხარეს იყო ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ის მარეგულირებლები გაზსადენების პროექტების დამტკიცებამდე ემისიების ზემოქმედებას შეაფასებენ

აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებლის განცხადებით, ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობის დამტკიცებამდე სათბური გაზების ემისიები შემოწმდება, რაც, დიდი ალბათობით, საწვავზე ფასის ზრდას გამოიწვევს. აშშ-ის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ფედერალურმა კომისიამ (FERC) სათბური აირების ემისიის დროებითი გეგმა წარადგინა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურული პროექტების კლიმატზე ზემოქმედების შეფასება, ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ბუნებრივი აირის აქტის მიხედვით. FERC-მა 1999 წლის შემდეგ პირველად განაახლა გაზსადენებთან დაკავშირებული მითითებები. კომისიის ...

Read More »
საუდის არაბეთმა რუსული ნავთობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი ბრძოლა დაიწყო

საუდის არაბეთის მინისტრი: ინვესტიციების ნაკლებობამ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა გამოიწვია

ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობამ გამოიწვია ბოლო პერიოდში ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა.  საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდელ აზიზ ბინ სალმან ალ საუდის სიტყვების საფუძველზე, რომელიც მან ერ-რიადში ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ნავთობისა და გაზის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამან ასევე გამოიწვია ბაზარზე ვითარების ...

Read More »

ირანს სჭირდება გარანტიები, რომ აშშ და ევროპის ქვეყნები არ გავლენ ბირთვული ხელშეკრულებიდან

ირანის პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მოუწოდეს აშშ-სგან და ევროპის სამი ქვეყნისგან მოითხოვოს გარანტიები, რომ ისინი არ დატოვებენ ამჟამად ვენაში განხილვის პროცესში მყოფ ბირთვულ ხელშეკრულებას, – იუწყება ირანის სახელმწიფო მედია 20 თებერვალს. რაისისადმი გაგზავნილ წერილში, პარლამენტარები ამბობენ, რომ აშშ და ხელშეკრულების ხელმომწერი სამი ევროპული ქვეყანა – ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია – უნდა გამოვიდნენ გარანტიით, რომ ისინი არ აამუშავებენ მექანიზმს, რომლის ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებლებს მოგება შეუმცირა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი გაიზარდა, ხოლო Light Sweet-ის – შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2022 წლის 18 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმარულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93,54  (+  0,57)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91.07  (- 0,69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

გარემონტებული და აღდგენილი ენგურჰესი მთლიანად სეპარატისტებზე მუშაობს

ახალრეაბილიტირებული ,,ენგურჰესის“ გამომუშავებული მთელი ელექტროენერგია ისევ აფხაზეთის ენერგომომარაგებას  ხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ დონეზე გაცხადდა დენის მიწოდების სტანდარტის 60/40-ზე პირობების დაცვის შესახებ, სინამდვილეში არაფერი იცვლება. ,,ენგურჰესი“ კვლავ სეპარატისტებს ემსახურება და საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება ისევ მატულობს.  საქართველომ იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის გააორმაგა. ესკოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 96%-ით – 406.4 მლნ ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რა მექანიზმები არსებობს საწვავის ფასის შესამცირებლად

საწვავის ფასის დასარეგულირებლად, შესაძლოა, სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მთავრობა პროცესს აკვირდება და „სიტუაციიდან გამომდინარე“, გადაწყვეტილებებს „მყისიერად“ მიიღებს. როგორც „სენტას“ დირექტორი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, მინისტრის განცხადება მეტ კონკრეტიკას მოითხოვს. თუმცა, ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს ჩართულობა მხოლოდ ორი მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ. კერძოდ, ზაალ იაკობიძის თქმით, იმისთვის, რომ საწვავის ფასი აღარ გაიზარდოს (შესაძლოა, ...

Read More »

ბორის ჯონსონი: პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებაზე უარი უნდა ვთქვათ

დასავლეთმა სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს 2014 წლის რუსული აგრესიიდან. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. “რაც არ უნდა მოხდეს მომდევნო დღეებსა და კვირებში, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ევროპულ ქვეყნებს რუსეთის ეშინოდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთის აგრესიამ ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალოს. ჩვენ არ დავუშვებთ მეორე იალტას, ევროპის მეორე დაყოფას გავლენის სფეროებად. ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საწვავის იმპორტი გაორმაგდა

იანვარში იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.7%-ით $779 მლნ-მდე გაიზარდა. საიმპორტო პარტნიორებში პირველი ადგილი ტრადიციულად თურქეთმა დაიკავა, საიმპორტო პროდუქციაში მსუბუქმა ავტომობილებმა, მაგრამ ზრდის უფრო მაღალი – 97.7%-იანი ტემპი ნავთობ-პროდუქტების მიმართულებით დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარში ნავთობპროდუქტების იმპორტმა $72.7 მლნ-ს მიაღწია. რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. დრამატული ზრდის უმთავრესი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის გაძვირებაა. თუ გასული ...

Read More »