Author Archives: admin

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

“თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 24 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, ართმელიძის, შეშელიძის, სარაჯიშვილის და თემქის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2,8%-ით გაიზარდა

უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 2,8%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 960 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 960,6 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ...

Read More »

CR-ის ელექტრომობილების რეიტინგში Ford Mustang Mach-E-მ Tesla Model 3-ს გადაუსწრო

2022 წლის საუკეთესო ელექტრომობილების რეიტინგში, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია Consumer Reports-ი ყოველ წელს აქვეყნებს, Ford Mustang Mach-E-მ გასული ორი წლის საუკეთესო ელექტრომობილს, Tesla Model 3-ს გადაუსწრო. ორგანიზაციის თქმით, ეს გადაწყვეტილება Ford Mustang Mach-E-ის მართვის გამოცდილებამ, სანდოობამ და მანქანაში ჩაშენებულმა დამატებითმა ფუნქციებმა განაპირობეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ავტომობილების საკულტო მწარმოებელი Ford-ისთვის ეს მძლავრი სტიმული იქნება. „არასწორად არ გაგვიგოთ, Model 3-ი მშვენიერი ...

Read More »

საუდის არაბეთმა უარყო აშშ-ის თხოვნა ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით

საუდის არაბეთმა არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის თხოვნა ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით, The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით”. ამერიკის ლიდერმა ამ თხოვნით მიმართა  იმ მიზნით, რომ მომხდარიყო ენერგომატარებლებზე ფასის შემცირება. როგორც ფოკონმა აღნიშნა, პანდემიის შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ნავთობის ფასი ორჯერ გაიზარდა. ამიტომ, მისი თქმით, ბაიდენმა არაერთხელ მიმართა საუდის არაბეთის ხელისუფლებას.

Read More »
თბილისის წყალმომარაგება შეფერხების საფრთხის წინაშეა

“დაზოგე წყალი” – გარემოსდაცვითი ონლაინ კამპანია

კბილების გახეხვის ან სახის დაბანის დროს წყლის დაკეტვის შემთხვევაში თქვენ 10-დან 18 ლიტრამდე წყლის დაზოგვა შეგიძლიათ, ხოლო თუ სარეცხ მანქანას სრულად შეავსებთ, ერთ რეცხვაზე 80 ლიტრის. თუ შხაპის დროს შეამცირებთ, 125 ლიტრამდე წყლის დაზოგვა შეიძლება. ასევე, სასურველია თუ მხოლოდ იმ რაოდენობის წყალს აადუღებთ, რამდენიც გჭირდებათ. ამ და სხვა რჩევებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, სენის ფეისბუკ გვერდზე შეხვდებით. „იმოქმედე კლიმატისთვის“ ...

Read More »

გადასამუშავებლად, აკრძალული ნარჩენების გაგზავნის გამო, შრი-ლანკამ ბრიტანეთში დააბრუნა კონტეინერები, რომლებშიც ადამიანების სხეულის ნაწილები, სახვევები და საავადმყოფოს ბიონარჩენები იყო

ბაზელის შეთანხმების დარღვევის გამო, შრი-ლანკა დიდი ბრიტანეთისგან 1,6 მილიარდ შრი-ლანკურ რუპიას (€7.6 მილიონი) ითხოვს, – ამის შესახებ Euronews-ი წერს. შრი-ლანკის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში მიიღეს გადასამუშავებელი ნარჩენების კონტეინერები, რომლებშიც საავადმყოფოების ბიონარჩენები, გამოყენებული სახვევები და მორგებში განთავსებული ცხედრების სხვადასხვა ნაწილი იყო. ამასთან, კონტეინერებში არ იყო დაცული დაბალი ტემპერატურული რეჟიმი, რითაც ირღვეოდა საერთაშორისო კანონები საშიში ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ. სახიფათო ნარჩენების განთავსების შესახებ კანონის შესაბამისად, სამედიცინო ნარჩენებს, ჩვეულებრივ, ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 22 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,84  (+  3,30)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,35  (+  1,28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ამერიკა და ეგვიპტე კლიმატის სამიტისთვის ემზადებიან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტესთან ერთად, ერთობლივი ჯგუფი შექმნა, რათა გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტისთვის მოემზადონ. სამიტი ეგვიპტეში 2022 წლის ნოემბერში ჩატარდება. ჯონ კერიმ, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლიმატის ცვლილების საკითხებში, თქვა, რომ ჯგუფი ფოკუსირებული იქნება გაეროს სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც წითელ ზღვასთან მდებარე შარმ-ელ-შეიხში უნდა გაიმართოს. კერის თქმით, ეგვიპტე, რომელიც ამ სამიტის თამჯდომარე იქნება, უკვე ემზადება მომავალი სამიტისთვის და წინ ამბიციური გეგმები ...

Read More »

ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შემსწავლელი თემატური მოკვლევის ვადა კიდევ ერთი თვით გაგრძელდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხების შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის გადაწყვეტილებით თემატური მოკვლევის ვადა ერთი თვით გაგრძელდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თემატური მოკვლევა დასასრულ ეტაპზე გადავიდა, კერძოდ, მომზადდა მოკვლევის საბოლოო ანგარიში, რომლის ფარგლებშიც დამატებითი მუშაობა მიმდინარეობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასაცემ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. „კომიტეტი თემატურ მოკვლევას შვედეთის მთავრობისა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს. ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბოლო 7 წლის მაქსიმუმს მიაღწია

პუტინის მიერ 8 წლის წინ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, რუბლის კურსი დავარდა, თუმცა ნედლი ნავთობი გაძვირდა. Brent-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $98-ს, ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა კი $96-ს გადააჭარბა. მოლოდინები ნეგატიურია და იმისა ალბათობა, რომ $100-იანი ზღვარი გადაილახება, საკმაოდ მაღალი. ბენზინის საცალო ფასს პლატსი განსაზღვრავს, პლატსის ფასი კი თავის მხრივ ნედლი ნავთობის ...

Read More »