Author Archives: admin

დავით სონღულაშვილი: ეკონომიკა გარემოს დაცვისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა და არა გამოწვევა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სბმკ „ორქისი“-ს ერთობლივი ძალისხმევით, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ცირკულარული ეკონომიკის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სბმკ „ორქისი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-5 კონფერენცია გაიმართა. ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ქვეყანას უმძიმესი ზამთარი და უძვირესი გაზაფხული ელოდება

ქვეყანაში პროდუქცია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ძვირდება და ფასებმა პიკს მიაღწია. მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთრის მოლოდინშია და დიდი ალბათობით, ინფლაციის მოთოკვა კიდევ რამდენიმე თვე შეუძლებელი იქნება. სამომხმარებლო კალათაში განსაზღვრული 305 დასახელების პროდუქტიდან 271-ის ფასი გაიზარდა, მათ შორის 139-ში ორნიშნა პროცენტული ნიშნით და ორ შემთხვევაში სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით. ეს პრობლემა მარტო საქართველოს კი არ მთელ მსოფლიოსაც უტევს, მაგრამ ჩვენ საკუთარი ...

Read More »

მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის დასტურია, რომ უნივერსიტეტის ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთთან “ენერგეტიკულ ომში” ვიმყოფებით

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ მაქსიმ ნემჩინოვის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან “ენერგეტიკულ ომში” იმყოფება. როგორც მინისტრმა “ტელეკომპანია 1+1”-ის ეთერში თქვა, რუსეთის ხელისუფლება ბლოკავს იმპორტს ყაზახეთიდან, ხელს უშლის უკრაინაში ნახშირით დატვირთული ვაგონების შემოსვლას და მუდმივად ამცირებს შეკვეთილი გაზის სატრანზიტო სიმძლავრეებს. „ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო ვიგრძნოთ“, – აღნიშნა ნემჩინოვმა. 1-ელი ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინაში ნახშირის ენერგეტიკული კლასის მიწოდება შეწყვიტა და აღნიშნული ქვეყნის ...

Read More »
2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

ჩრდილოეთ მაკედონიამ ენერგოკრიზისის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჩრდილოეთ მაკედონიამ საწვავისა და ელექტროენერგიის დეფიციტის გამო 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა, კრეშიკ ბექთაშიმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გამოწვეული იყო “შიდა წარმოების სიმძლავრის შემცირებით” და ელექტროენერგიის ფასების გლობალური ზრდით. ელექტროენერგიის, ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტის საფასურის დასაფარად მთავრობა 65 მილიონ ევროს ელექტროენერგიის კომპანია MEPSO-ს და კიდევ ორ საწარმოს გამოუყოფს. ეკონომიკის მინისტრმა პირობა დადო, რომ “შემზღუდავი ზომები არ იქნება”, მაგრამ ხელისუფლებამ გააფრთხილა, ...

Read More »

ევროკავშირის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოების ფონზე, ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება

ევროკავშირის მხრიდან სანქციების შესაძლო გაფართოების ფონზე, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ევროპას ვათბობთ და კიდევ გვემუქრებიან, რომ საზღვარს დახურავენ. ბუნებრივი აირის მიწოდება რომ გადავუკეტოთ? ამიტომაც პოლონეთს, ლიეტუვასა და სხვა უჭკუოებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რამეს იტყვიან“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ...

Read More »

ევროკავშირის ელჩმა კახეთში, სოფელ იყალთოში, ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა

საბავშვო ბაღის გახსნის ოფიციალური ცერემონია ენერგოეფექტურობის საკითხებზე ევროკავშირის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის „მეტი სარგებელი ნაკლები დანახარჯით“(link is external) და ევროკავშირის ელჩის კახეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „ენერგოეფექტურობა საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. ამ საბავშვო ბაღისთვის ჩვენ ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნარჩენებს ვენახებიდან, კერძოდ წალამს, რაც გათბობის იაფი და კარგი საშუალებაა. ამ მეთოდის მეშვეობით, ნაკლები ენერგიისა და ნაკლები ფინანსური რესურსების გამოყენებით, ჩვენ უკეთეს და ჯანსაღ გარემოს ვუქმნით ...

Read More »

შავლეგ მიშველაძე: საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებისას, ძირითადი დარტყმა სწორედ იმპორტიორ კომპანიებზე მოდის

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე საწვავის ფასებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, „საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირების დროს, ძირითადი დარტყმა სწორედ იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებზე მოდის, რომლებიც ამ სექტორში ოპერირებენ. ამ კომპანიებისთვის თავად არის უდიდესი გამოწვევა, როდესაც მათ ორჯერ და კიდევ მეტად გაძვირებული საწვავის გამო უწევთ მნიშვნელოვნად გაზრდილი, საბრუნავი სახსრების მობილიზება. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ...

Read More »

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.87 (+ 0,23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.59 (+ 0,25)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი: გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეროსი მანჯგალაძის, ცოტნე დადიანის, ზიგზაგის, თორნიკე ერისთავის, ღრმაღელეს, გვაზაურის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ტოროშელიძის, ლომთათიძის, ილურიძის, თმოგვის, დაისის, კნოლევის, დიდი ჯიხაისის, იმერეთის, სვირის, ზედაზენის, ჯავის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, საყვირის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »