Author Archives: admin

მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

ნავთობის ფასი, შესაძლოა, ბარელზე $190-მდე გაიზარდოს

ენერგეტიკულმა კრიზისმა ნედლი ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია.  ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ბარელზე 100 აშშ დოლარამდე გაიზრდება. JPMorgan-ის პროგნოზის თანახმად, ნავთობის ფასი წელს 64%–ით გაიზარდა და მრავალწლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამას გარდა, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ბუნებრივი გაზის ფასი გაორმაგდა და შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია. ანალოგიური მდგომარეობაა ნახშირის ღირებულებასთან დაკავშირებით. ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსი ნედლეულის ღირებულების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ამ ...

Read More »

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამედროვე სტანდარტების 89 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, კლიმატის მწვანე ფონდისა (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების 89 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვასა ...

Read More »

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის პოლიტიკური გავლენის გაძლიერების შანსს აძლევს, რომლებსაც ის სიამოვნებით იყენებს. ევროკავშირს ...

Read More »

საქართველოში იანვარ-სექტემბერში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 576.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.2 პროცენტი შეადგინა. წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.3 მლნ. აშშ დოლარით, მესამე ადგილზე კი ...

Read More »

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

2021 წლის 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.33  (- 0.53)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.44 (+ 0,16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

2021 წლის 18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.33  (- 0.53)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.44 (+ 0,16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 19 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, წურწუმიას, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავისა და ხივინის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, რაფიელ აგლაძისა და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი ...

Read More »

“ენერგეტიკული გაერთიანება” საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე

ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანი და რთული პროცესები მიმდინარეობს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში – განაცხადა “ენერგეტიკული გაერთიანების” სამდივნოს დირექტორმა იანეს კოპაჩმა. ”ცნობილია, რომ რეფორმების საბოლოო მიზანია ენერგო ბაზრების ლიბერალიზაცია, სადაც მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამართლიანი ფასები და გამჭვირვალე თანაბარი პირობები. ასევე, დროებითი საჯარო მომსახურების ვალდებულებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მცირე საწარმოები დაცული იქნებიან საბაზრო ფასების რყევებისაგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ” – აღნიშნა მან. კოპაჩის ...

Read More »

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” პირველი მილი ტექნიკური გაზით აავსეს

“ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” მილსადენის პირველი მილი ტექნიკური გაზით აავსეს და საწვავის გადასატანად უკვე მზად არის. “18 ოქტომბრისთვის დასრულდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” გაზსადენის პირველი მილის გაზით შევსების პროცესი. გეგმისა და დიზაინის მოთხოვნების შესაბამისად, მილსადენი შევსებულია ე.წ. ტექნიკური გაზით, დაახლოებით 177 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მილსადენში 103 ბარის წნევის დონეს “, – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს წნევა საკმარისია მომავალში გაზის ტრანსპორტირების ...

Read More »

40-გვერდიანი ანგარიში – თეთრი სახლი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ რალურ ნაბიჯებს დგამს

ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კლიმატური ცვლილებების და ეკონომიკური რისკების არმოსაფხვრელად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ამ მიზნით თეთრმა სახლმა 40-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს. ანგარიში ასახავს ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს იპოთეკის პროცესი, ცვლილებები საფონდო ბირჟებზე, საპენსიო გეგმები, ასევე ფედერალური შესყიდვები და მთავრობის ბიუჯეტი. ეს არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მაისის აღმასრულებელი განკარგულების გაგრძელება, რომელიც არსებითაც ამერიკის მთავრობას მოუწოდებს გაანალიზოს ...

Read More »