Author Archives: admin

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. როგორც მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსული გაზსადენის მმართველი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება, ვიდრე გაზსადენის ოპერატორი კომპანია სრულად არ მოექცევა გერმანიის საკანონმდებლო ჩარჩოში. მანამდე რუსული გაზსადების ოპერატორმა კომპანიამ, რომელიც შვეიცარიაშია დარეგისტრირებული, შექმნა ახალი შვილობილი კომპანია, რომელიც გაზსადენის იმ მხოლოდ იმ ნაწილს გაუწევს ოპერირებას, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გადის. ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

თუ ნავთობის ფასი $100-მდე ავა, საწვავი კიდევ 20 თეთრით გაძვირდება – “ბიოლი”

საერთაშორისო ფასების ზრდის ფონზე, ქართული ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლების უმეტესობა საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას ელის. როგორც “ბიზნეს ფორმულას” “ბიოლში” განუცხადეს, ბარელი ნავთობის ფასის $100-მდე ზრდის შემთხვევაში, საქართველოში საწვავის 20 თეთრით გაძვირებაა მოსალოდნელი. “მსოფლიოში ენერგეტიკული კრიზისია. არსებობს მოლოდინი რომ ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე ავა. ამ შემთხვევაში, ჩვენც ველოდებით საწვავის დაახლოებით 20 თეთრით გაძვირებას”,- აცხადებს “ბიოილის” დამფუძნებელი რუსუდან რამაზაშვილი. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ფართოდ მოხმარებადი, რეგულარის ტიპის საწვავის ...

Read More »

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის. ბორის ჯონსონის განცხადება მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ვიმედოვნებთ, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა შეიძლება, გააცნობიერონ, რომ მალე დადგება არჩევანი ახალ გიგანტურ მილსადენებში უფრო მეტ რუსულ ნახშირწყალბადებსა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას შორის“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებაში. „როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს ...

Read More »
ივა ჭყონია: „ქართული ოცნების“ დაპირება სამართლიანობის აღდგენაზე, ვერ ან არ განხორციელდა

ივა ჭყონია: თუ საწვავზე ფასები არ დასტაბილურდა, წლის ბოლოდან თითქმის ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასები არ დასტაბილურდა, წლის ბოლოდან თითქმის ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზრდება. მისი განმარტებით, იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საწვავი და ვალუტის კურსია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ფასების ზრდა პირპირპროპორციულად ისახება პროდუქციის ფასზე. „იძულებით ხდება და არა იმიტომ, რომ ვიღაცას ეხალისება. გარდა ამისა, არის სეზონური ფაქტორიც – ხილი, ბოსტნეული, რომელიც ქვეყანას ადგილობრივი ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

მსოფლიო ენერგოკრიზისის გავლენა საქართველოზე

მსოფლიო ენერგოკრიზისის წინაშე დგას. საწვავისა და ელექტროენერგიის გაძვირება ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, რუსეთის მიერ ბუნებრივი აირის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებამ, რამაც ევროპაში ენერგომატარებლებზე ფასები რეკორდულად გაზარდა. მსოფლიო გამოსავალს მოწოდების დივერსიფიცირებასა და განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების შექმნაში ხედავს, თუმცა, ამას  რამდენიმე წელი დასჭირდება. გაძვირებული ენერგია წელს ნედლი ნავთობის ფასი 65%-ით გაიზარდა და ბარელზე $83-ს აღწევს, ხოლო მარაგები ხუთი წლის ყველაზე დაბალ დონეზეა. ...

Read More »
ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.05  (- 0.12)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.88 (+ 0,09)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის, კრწანისის და გულიას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

სოსო ფხაკაძე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საწვავის ფასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „მოგესალმებით! მინდა გამოვეხმაურო ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარს, რომელიც შინაარსიდან სრულიად ამოვარდნილი სათაურით გავრცელდა სოციალურ მედიაში. მე ამ უზუსტობის გარკვევას, ბუნებრივია, არ შევეცდები, უბრალოდ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის სიმართლის გასარკვევად, საკმარისი პირობაა ამ თემაზე ჩემი კომენტარის სრულად წაკითხვა და სხვა არაფერი. რაც შეეხება საწვავის ფასებს: საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის ...

Read More »

ჩინეთიში ნავთობპროდუქტების წარმოება აღდგა

ოქტომბერში ჩინეთის ნავთობის დღიური გადამუშავება გაიზარდა. ამავდროულად, ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნავთობის წარმოების მოცულობას საწვავის მაღალი ფასებისა და სტაბილური მოთხოვნის ფონზე ზრდიან. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობის გადამუშავების მოცულობამ ოქტომბერში 58,4 მილიონი ტონა შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიხედვით, ქვეყანაში დღეში 13,75 მილიონი ბარელი იწარმოება, ცნობისთვის სექტემბერში აღნიშნული მაჩვენებელი 13,64 მილიონი ბარელი იყო. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, წარმოება  3%-ით შემცირდა, თუმცა გადაზიდვის მთლიანმა მოცულობამ 2021 ...

Read More »
უკრაინა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში უკრაინამ აზერბაიჯანიდან 390 მლნ დოლარის ნავთობის იმპორტი განახორციელა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში უკრაინამ ნავთობისა და სანავთობო ნედლეულის იმპორტი 9,6%-ით გაზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,155 მლნ ტონამდე. ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გავრცელებული მონაცემების თანახმად, განხორციელდა 583,566 მლნ დოლარის ნედლეულის იმპორტი, რაც 1,7-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 390,435 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ნედლეული, ალჟირიდან – 100,146 ...

Read More »