დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის, კრწანისის და გულიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ქიზიყის და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, თინათინის, ვეფხისტყაოსნის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დავარის, ასმათის, ავთანდილის და ფარნავაზის ქუჩების მოსახლეობას.

Leave a Reply