Author Archives: admin

IEA თებერვლის თვის ანგარიშში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციების დაწესებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს

უკრაინის კრიზისის გამო რუსეთთან მიმართებაში დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესება საყურადღებოა მსოფლიოში სიდიდით მეორე ნავთობის ექსპორტიორის ნავთობის მიწოდებაზე, IEA-ს თებერვლის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „რუსეთი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია ევროპაში. 2021 წელს მოპოვებული რუსული ნავთობის თითქმის 11 მილიონი ბარელიდან/დღეში, ევროპამ განახორციელა დაახლოებით 4 მილიონი ბარელის იმპორტი დღეში“, – აცხადებენ IEA-ის ექსპერტები. „ნავთობის იმპორტიდან, რომელიც შეადგენს დაახლოებით 2,5 მილიონ ბარელს/დღეში, მესამედის მიწოდება ხდებოდა “დრუჟბას” ...

Read More »

ბორის ჯონსონი – ჩვენ კოლექტიურად უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რომელიც დიდი ხანია, პუტინს აძლევს საშუალებას, თავისი პოლიტიკა აწარმოოს

ჩვენ შევთანხმდებით მასშტაბურ პაკეტზე, ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. „უკრაინა გახლავთ ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო თავისუფალი, დემოკრატიული და უფლება გააჩნდა, საკუთარი ბედი აერჩია. ჩვენ და მსოფლიო არ მივცემთ საშუალებას, რომ უკრაინას ეს თავისუფლება წაერთვას . ჩვენ არ გავიხედავთ გვერდზე, რადგან ჩვენ ვაკვირდებოდით რუსეთის მხრიდან დაშინებას. ჩვენ, ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ყირიმში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური აიღეს

უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია-კახოვკას თავზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა რუსეთის ფედერაციის დროშა აღმართეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ყირიმის არხის მთავარი შენობა და კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური დაიკავეს.

Read More »

გერმანია რუსულ გაზსა და ნახშირზე უარს ამბობს

გერმანიას გაზსა და ნახშირის ყიდვა სხვა ქვეყნებში მოუწევს. გადაწყვეტილება რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ ჰაბეკმა გააჟღერა, იუწყება რია ნოვოსტი. „ჩვენ მოგვიწევს გაზის ყიდვა, ისევე როგორც ნახშირი სხვა ქვეყნებში უფრო დიდი მოცულობით, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია იმდენად დამოკიდებული ვიყოთ ქვეყანაზე, რომელიც პატივს აღარ სცემს საერთაშორისო კანონს“, – თქვა მან. ჰაბეკმა ასევე დასძინა, რომ Nord Stream 2 გაზსადენის ...

Read More »

ლუკ კოფი: ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს

“ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს. “პუტინი კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანას ანადგურებს. ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს. რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს”, – წერს ლუკ კოფი.

Read More »

გაზი, ნედლეული, მეტალები – რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გლობალურ მიწოდებას საფრთხეს უქმნის

იმ ფონზე, როცა რუსულ არმიას უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიაქვს, ნედლეულით მოვაჭრეები გლობალურად შფოთავენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც ევროპისთვის გაზის, მარცვლეულის და მეტალის მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსკოვმა დაადასტურა, რომ მისი სამიზნე ქვეყნის სამხედრო ობიექტებია და უკრაინაზე იერიში ხუთი რეგიონიდან მიიტანა, მათ შორის არის სამხრეთით ყირიმიდან და ჩრდილოეთით ბელარუსიდან. დონეცკის რეგიონში მდებარეობს პორტი, რომელიც მარცვლეულის და მეტალის მარაგების გადაზიდვას ემსახურება. რუსეთის საზღვრიდან ...

Read More »

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სემეკსა და კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

კომუნიკაციების კომისიასა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის, მათ რეგულირებად სფეროებში მომსახურების გაუმჯობესების, ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ. შეთანხმების მიზანია, ორივე რეგულატორმა ხელი შეუწყოს ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და მათი ეფექტიანობის ზრდას კომუნიკაციების კომისიისა  და სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ ...

Read More »

ნავთობის ფასის ზრდა 6%-ით დაჩქარდა და 100 დოლარიან ნიშნულს 2014 წლის შემდეგ პირველად გადააბიჯა

2022 წლის 24 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 102,89 (  0.00)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-ის პრეზიდენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სანქციებს უწესებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „დღეს დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ეს ნაბიჯები კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პირვანდელი სანქციების ტრანშისა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება, ...

Read More »

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სრულფასოვნად ამოქმედება პირველ სექტემბერს დაიწყება

საქართველოს მთავრობამ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სრულფასოვნად ასამოქმედებლად ახალი თარიღი დაასახელა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირება 2022 წლის პირველი მარტის ნაცვლად 2022 წლის პირველ სექტემბერს დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლის მზაობის შესაფასებლად სემეკმა 2021 წლის დეკემბერში საჯარო სხდომებზე მოისმინა ბაზრის ყველა დაინტერესებული მხარის (საქართველოს ...

Read More »