Author Archives: admin

სემეკს, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა  და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ბავშვების ინფორმირებულობის უზრუნველყოფას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, გარემოსდაცვით და კლიმატის გამოწვევების საკითხებზე. მხარეთა თანამშრომლობის ...

Read More »

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეხუთე თვინინგის პროექტი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რიგით მეხუთე თვინინგის პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც სემეკისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავებაა. პროექტის ფარგლებში სემეკში გამართული პირველი შეხვედრა გახსნეს სემეკის წევრმა, პროექტის ლიდერმა ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან,  გიორგი ფანგანმა, პროექტის ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, ალბერტო ბიანკარდიმ და საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენელმა ანდრეი ბარტოსიევიჩმა. „დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. ამიტომ, სათანადო მარეგულირებელი ...

Read More »

ევროკავშირი რუსული ნავთობის ტრანსპორტირების წინააღმდეგ სანქციების შერბილებას გეგმავს

ევროკავშირი რუსული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შერბილებას გეგმავს. ბლოკი უარს იტყვის შეთავაზებულ აკრძალვაზე, რომელიც ევროკავშირის საკუთრებაში არსებული გემებით რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებას კრძალავს. კრიტიკულია, რომ დაზღვევის აკრძალვა ისევ განიხილება და მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს რუსული ნავთობის ექსპორტისთვის. წინადადების გაუქმებაში ძირითადი როლი დიდი შვიდეულის ქვეყნებში ერთიანი პოზიციის ნაკლებობამ ითამაშა. საბერძნეთი, რომლის ეკონომიკა გადაზიდვებს ეყრდნობა იმ წევრ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც ...

Read More »
ალტერნატიული ენერგიის უარყოფითი მხარეები

$200 მლნ-ის ინვესტიცია განახლებად ენერგიაში – რა პროექტები განხორციელდება საქართველოში

მთავრობის სხდომაზე განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროექტი მოიწონეს. საუბარია ჯამურად 150 მგვტ. სიმძლავრის ქარის, ჰიდრო და მზის პროექტებზე. მათ შორის ქარის – 110 მგვტ-ია, მზის 20 მგვტ, დანარჩენი ჰიდროელექტროსადგურებია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, განხორციელდება 200 მლნ დოლარის ინვესტიცია. მისი თქმით, პროექტების განსახორციელებლად შერჩეულია რამდენიმე ლოკაცია, მათ შორისაა გორის მიმდებარე ტერიტორია, ასევე ქსანი, ასპინძა. განხორციელდება როგორც ადგილობრივი, ისე ...

Read More »

არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა მოთხოვნა, რომ თანხა რუბლში გადაგვეხადა – „სენტა“ საწვავის რუსეთიდან იმპორტზე

საქართველოში, საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ,,სენტა ჯორჯია პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასები ძალიან მაღალია, თუმცა ქვეყანაში შედარებით იაფი, რუსული და თურქმენული საწვავი შემოდის, რაც ფასებს აბალანსებს. „საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი ისევ იზრდება. 1 ტონა დიზელისა და ბენზინის ფასები დაახლოებით 1 170 დოლარის ფარგლებშია, ძალიან მცირე განსხვავებებით. შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრის ფასი ბოლო პერიოდში ძალიან ...

Read More »

თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, გერმანიასა და ყატარს შორის მოლაპარაკებებში უთანხმოებაა

თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გრძელვადიანი მიწოდების თაობაზე გერმანიასა და ყატარს შორის მოლაპარაკებებში უთანხმოებაა. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებებში რიგ ძირითად საკითხებზე უთანხმოების გამო, სირთულეები ექმნებათ. მედიის ცნობით, გერმანია, რომელიც 2040 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების 88%-ით შემცირებას გეგმავს, არ სურს, დათანხმდეს ყატარის მოთხოვნას, სულ მცირე 20-წლიან კონტრაქტებს მოაწეროს ხელი. „როიტერი“ წერს, რომ ამავდროულად, ყატარი არ ეთანხმება გერმანიის, ისევე, ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

6 სიმპტომი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ

პანდემიის პირობებში, ბევრი ჩვენგანი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, სადაც ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია იმაზე მეტია, ვიდრე გარეთ. ასეთია, მაგალითად, სოკოს სპორები და მტვერი, რომელსაც უკვე არსებული დაავადებების გართულება და ამა თუ იმ სიმპტომის გამოწვევა შეუძლია. ამ სტატიაში სწორედ მსგავს 6 ნიშანზე გესაუბრებით, რომელიც დაგაფიქრებთ, რამდენად სუფთაა ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ. თვალების, ცხვირისა და ყელის გაღიზიანება ჩვენს ორგანიზმში ალერგენების მოხვედრისას ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად ეცემა 33 000 დოლარს ქვემოთ

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი ორშაბათს 2.7%-ით დაეცა და სინგაპურში 12:40 საათისთვის $33,741-ად ივაჭრებოდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისში $32,970-მდე შემცირების შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოვიდა. კრიპტოვალუტის 27%-იანი კლება 2022 წლის განმავლობაში გლობალური ბონდებისა და აქციების ბაზარზე 10%-იანი ვარდნის, ხოლო ოქროს ფასის 2.5%-იანი ზრდის ფონზე ხდება. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 ...

Read More »

იაპონიაში რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და ქვანახშირზე ემბარგო დაწესდება

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა კვირას ონლაინშეხვედრა გამართეს. ისინი მზად არიან,  რომ  სრულად აიკრძალოს ან ეტაპობრივად შეწყდეს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი წევრ ქვეყნებში. იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ამბობს, რომ მათ მსოფლიოს უნდა დაანახონ  დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ერთიანობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მისი თქმით, იაპონიაში აიკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა იაპონიისთვის, რომელიც დამოკიდებულია ენერგორესურსების იმპორტზე. თუმცა იაპონიის პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ ...

Read More »

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს

ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ასენ ვასილევი აცხადებს, რომ სოფია რუსულ ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავდნენ. „მოლაპარაკებები ორშაბათს და სამშაბათს გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია ნათელია, თუ სხვა ქვეყნები სანქციებიდან შეღავათს მიიღებენ, ასეთი რამ ჩვენც გვსურს“, – თქვა ვასილევმა ბულგარულ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვეტოზე უარის თქმის ...

Read More »