ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად ეცემა 33 000 დოლარს ქვემოთ

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი ორშაბათს 2.7%-ით დაეცა და სინგაპურში 12:40 საათისთვის $33,741-ად ივაჭრებოდა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისში $32,970-მდე შემცირების შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე ჩამოვიდა. კრიპტოვალუტის 27%-იანი კლება 2022 წლის განმავლობაში გლობალური ბონდებისა და აქციების ბაზარზე 10%-იანი ვარდნის, ხოლო ოქროს ფასის 2.5%-იანი ზრდის ფონზე ხდება.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply