Author Archives: admin

ავსტრია ევროკავშირის სანქციების პაკეტში Nord Stream 2-ის დამატებას ეწინააღმდეგება

ავსტრია ეწინააღმდეგება Nord Stream 2-ის გაზსადენის სანქციების პაკეტში დამატებას, რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში აპირებს. გაზსადენზე სანქციის დაწესების, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზომაზე მსჯელობა აზრსმოკლებულად მიმაჩნია, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა. მიუხედავად ოპოზიციისა, ვენა გაზსადენისთვის შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირში არსებულ „კონსენსუსს მხარს დაუჭერს“, – ამბობს შალენბერგი სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში. 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში ეკონომიკური სანქციების ...

Read More »

Ecopetrol-ი 2040 წლამდე, ყოველწლიურად, $6-მილიარდამდე ინვესტირებას განახორციელებს

არატრადიციულ საბადოებსა და განახლებად ენერგიაზე გადასვლის დასაჩქარებლად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლუმბიის წამყვანი ნავთობკომპანია Ecopetrol-ი, 2040 წლამდე, ყოველწლიურად $6-მილიარდამდე ინვესტირებას განახორციელებს. 2040 წლამდე ნავთობკომპანია ყოველწლიურად $5.2 მილიარდიდან $6 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს, 2022-2024 წლებში კი ორგანული ინვესტიციების მოცულობა $17 მილიარდიდან $20 მილიარდამდე განისაზღვრება, საიდანაც 69% წარმოებისა და კვლევითი პროექტებისთვის გამოიყოფა. კომპანიის საბჭომ, მიმდინარე წლისთვის, $5.8 მილიარდამდე ინვესტიცია უკვე დაამტკიცა. წყალბადის პროექტები, 2040 ...

Read More »
აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის ერა იწყება

$200 მლნ-იანი ინვესტიცია – განახლებადი ენერგიების რა პროექტებზე მუშაობს მთავრობა

მთავრობა განახლებადი ენერგიების რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუბარია დამატებით $200 მილიონის ინვესტიციაზე, რაც ძველ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანასა და ახალი შეთანხმებების გაფორმებას გულისხსმობს. “დღეს მთავრობაზე გავიტანეთ განახლებადი ენერგიის სხვადასხვა პროექტი. ეს არის, როგორც ქარის, ასევე მზისა და ჰიდროენერგიის პროექტები. ხელშეკრულებებში ცვლილებები შედის, როგორც დაკორექტირების, ასევე ახალი ხელშეკრულებების თვალსაზრისით. როგორც შესწავლაზე, ასევე პროექტების განხორციელებასა და მშენებლობებზე. ჯამურად, ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა

გაზით აფეთქებას გადაურჩა საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო, – ამის შესახებ ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის ცნობით, შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა. „114 სწრაფი რეაგირების ბიჭების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ. ფრთხილად იყავით გაზის დანადგარებთან და დაიცავით უსაფრთხო მოხმარების წესები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

„რეალურად, აფხაზეთს ახლა დენი არ ჰყოფნის და შეზღუდვებია, ღამე 3 საათი უთიშავენ ელექტროენერგიას, დღისით – 2 საათი“

რეალურად, აფხაზეთს ახლა დენი არ ჰყოფნის და შეზღუდვებია – ასე ეხმაურება „ენგურჰესის“ დირექტორი ლევან მებონია „ჩერნომორენერგოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც დე ფაქტო უწყება „რესპუბლიკაში“ ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზებს განმარტავს. „ჩერნომორენერგოში“ განმარტავენ, რომ დღეს ენგური დაცლილია და აფხაზეთს არასაკმარისი დენი მიეწოდება. ლევან მებონია აცხადებს, რომ წყალსაცავი მართლაც ჩამონადენზე მუშაობს, თუმცა ეს ყოველი წლის ამ დროს ასეა. „გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს ...

Read More »

„თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაერთვება

სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი. „ბოლო პერიოდი ვაკვირდები ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

სინგაპურის სუფთა ენერგიის დილემა პატარა ქვეყნებისთვის გაფრთხილებაა

სინგაპურის სურვილი, გადავიდეს ენერგიის განახლებად წყაროებზე, ეწინააღმდეგება მის გეოგრაფიულ შეზღუდვებს. ქვეყანას არ აქვს საკმარისი სივრცე დიდი მზის დანადგარებისთვის, არ აქვს დიდი მდინარეები ჰიდროელექტროსადგურებისთვის და მცირე ნიავი, რომელიც ტროპიკულ ქალაქ-სახელმწიფოს ახასიათებს, არ არის საკმარისი ქარის ტურბინებისთვის. ამან აიძულა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფინანსური და სატრანსპორტო ცენტრი, დაეყრდნოს იმპორტს წიაღისეული საწვავებისგან თავის დასაღწევად. ეს არის საერთო სტრატეგია პატარა ქვეყნებისთვის – ჰონგ-კონგი, მონაკო და ბაჰრეინი ...

Read More »

თბილისის რამდენიმე რაიონს დღს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 14 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას. ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, გურჯაანის, მარტყოფის, ნასაკირალის, აბულაძის, ჩუბინიძის, ირბახის, წურწუმიასა და აჩაბეთის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

ტესლას შანხაის ქარხანა ელექტრომობილს მხოლოდ 38 წამში აწყობს

შანხაიში მდებარე Tesla-ს ქარხანა გახდა მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ელექტრომობილების ასაწყობი ქარხანა. მიზეზი ის არის, რომ ეს ქარხანა კვირაში შვიდი დღე მუშაობს. ამრიგად, ერთი Tesla-ს აწყობას სულ რაღაც 38 წამი სჭირდება. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ჩინურმა ქარხანამ 2021 წელს 480 000-ზე მეტი მანქანა გაგზავნა. ეს არის ნახევარზე მეტი იმ 936,000 მანქანიდან, რომელიც ამერიკულმა ავტომწარმოებელმა მთელ მსოფლიოში შარშან მიაწოდა. წყარო: bfm.ge

Read More »

ნინო თანდილაშვილი ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-10 სხდომაში მონაწილეობდა

ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-10 სხდომაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი მონაწილეობდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმციით, მინისტრის მოადგილემ, სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის დროს, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2021 წელს, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი მიიღო, რომელიც ეფუძნება „დამაბინძურებელი იხდის ...

Read More »