Author Archives: admin

ბრიტანეთი თხევად გაზს ავსტრალიიდან ეზიდება

დიდი ბრიტანეთი ენერგიის დეფიციტმა იმდენად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, რომ გაზს ავსტრალიიდან ეზიდება. BBC-ს წერს, რომ ჩვეულებრივ ავსტრალია ასეთ შორ მანძილზე არ ახორციელებს გადაზიდვებს, თუმცა ენერგოკრიზისის დასაძლევად და რუსული ენერგიის ჩასანაცვლებლად ასეთი პრეცედენტებიც ხდება. თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) დატვირთული ტანკერი 22 აგვისტოს ჩავა ბრიტანეთში. Bloomberg-ის ცნობით, ბოლო ექვს წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრალიამ თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) ევროპაში გაგზავნა. წყარო: ...

Read More »

მსოფლიო IAEA-ს გენერალური დირექტორი მზად არის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დელეგაციას უხელმძღვანელოს

IAEA-ს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი მზად არის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორგანიზაციის დელეგაციას უხელმძღვანელოს. ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრ, დმიტრო კულებას აცნობა. როგორც კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა, “ჩვენი საუბრისას IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ მითხრა, რომ უკრაინის მოწვევის საპასუხოდ, ის მზად არის უხელმძღვანელოს IAEA-ს დელეგაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მისიის “გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ მოხდეს რუსეთის ...

Read More »

რუსული გაზის იმპორტიორმა შეზღუდვის გამო 12,6 მლრდ დოლარი დაკარგა

გერმანულმა კომპანია Uniper-მა, რომელიც ევროპაში რუსული გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორია განაცხადა, რომ რუსულ გაზზე შეზღუდვის დაწესების გამო წლის პირველ ნახევარში 12,6 მილიარდი დოლარი დაკარგა – ამის შესახებ  ინფორმაციას businessinsider ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მეშვეობით გაზის მიწოდება მისი სიმძლავრეების მხოლოდ 20%-მდე შეამცირა, რამაც Uniper აიძულა, რომ დეფიციტის ასანაზღაურებლად გაზი ღია ბაზარზე მაღალ ფასებში შეეძინა. Uniper-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს-დიტერ მაუბახმა თქვა, რომ კომპანია გადახდისუუნარობის წინაშე ...

Read More »

“ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ” – რა ხდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით: უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენდირექტორს მიმართა

უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე ყვე­ლა სცე­ნა­რის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს, – ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დე­ნის მო­ნას­ტირსკიმ გა­ნა­ცხა­და. “ვე­რა­ვინ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და, რომ რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი ტან­კე­ბით ატო­მურ რე­აქ­ტო­რებს ეს­როდ­ნენ. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ”- აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა. მისი თქმით, მა­ნამ, სა­ნამ ქარ­ხა­ნას რუ­სე­თი აკონ­ტრო­ლებს, დიდი რის­კე­ბი არ­სე­ბობს. “ატო­მუ­რი ენერ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, რა­ფა­ელ მა­რი­ა­ნო გრო­სიმ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს მაც­ნო­ბა, რომ ის ...

Read More »

Gazprom: ევროპაში გაზის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ის განცხადებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შესაძლოა, კიდევ 60%-ით გაიზარდოს და 1,000 კუბურ მეტრზე $4,000-ზე მეტი შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, კომპანიის ექსპორტი და წარმოება ვარდნას განაგრძობს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ევროპის მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფოდან ბუნებრივი აირის ნაკადები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ნაკადების შემცირება ერთ-ერთი მარშრუტის დახურვამ და სანქციების შედეგად, Nord Stream 1-ის აღჭურვილობასთან დაკავშირებით გამოწვეულმა ...

Read More »

მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო. სატელეფონო საუბარში ემანუელ მაკრონმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის მოწოდება გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის წინადადებას ადგილზე მისიის რაც შეიძლება მალე გაგზავნის შესახებ.

Read More »

იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც სტოლტენბერგმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი სიტუაცია ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საშიშროებას წარმოადგენს. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ატომური სადგურის ტერიტორიის უკრაინული ძალების წინააღმდეგ სამხედრო თავდასხმების განხორციელებისთვის პლატფორმად გამოყენება. „ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საშიშროება, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა ვართ, ახლა არის ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ...

Read More »

ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური ნაღმებით თავდასხმას გაუძლებს – მიიჩნევს ბირთვული ტექნოლოგიის ექსპერტი

უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რეაქტორები ნაღმებით თავდასხმას გაუძლებს, მიიჩნევს გერმანელი ექსპერტი ვოლფგანგ რასკობი, ბირთვული უსაფრთხოების ტექნოლოგიის სპეციალისტი, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტის თანამშრომელი. რაკსობმა გერმანიის მედიას განუმარტა, რომ ზაპოროჟიეს სადგური თანამედროვე ნაგებობაა და რეაქტორები დაფარულია ე.წ. „შემაკავებლებით.“ მაგრამ, მისი თქმით, მიზნობრივი სარაკეტო თავდასხმა გამოიწვევდა იაპონიაში ფუკუშიმას მსგავს ატომურ კატასტროფას უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის. რასკობი ამასთან თვლის, რომ უკრაინის ხელისუფლება ატომური ავარიის შემთხვევაში, ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რუსეთიდან შემოტანილ იაფ საწვავს კომპანიები ევროპულის ფასად ყიდდნენ – კონკურენციის სააგენტო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგი ჩაატარა. სააგენტომ დაადგინა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიები მას ევროპული საწვავის იდენტურ ფასად ყიდდნენ. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში საავტომობილო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობით (40.8%) იმპორტი რუსეთიდან მოხდა, მას მოსდევს რუმინეთი (26.5%), ბულგარეთი (13.4%), თურქმენეთი (9.9%), აზერბაიჯანი (7.7%) და სხვა ქვეყნები (1.7%). აპრილი-ივლისის პერიოდში მზარდი იყო რუსეთი ...

Read More »
ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

საწვავის შესაძენად კანადა უკრაინას 350 მილიონი დოლარის კრედიტს გამოუყოფს

საწვავის შესაძენად კანადა უკრაინას 450 მილიონ კანადურ დოლარს გადასცემს, რაც 350 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება. “დღეს გამოყოფილი 450 მილიონი დოლარის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინას დაეხმარება გათბობის სეზონის დაწყებამდე საწვავის შესაძენად, კანადა ასრულებს უკრაინის წინაშე აღებულ საკრედიტო ვალდებულებებს”,- ნათქვამია კანადის ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, წარმოშობით უკრაინელი ხრისტი ფრილანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამგვარად მიმდინარე წელს ოტავას მიერ კიევისთვის გამოყოფილი კრედიტების ჯამურმა მოცულობამ 1.5 ...

Read More »