IAEA-ს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი მზად არის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორგანიზაციის დელეგაციას უხელმძღვანელოს.
ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრ, დმიტრო კულებას აცნობა.
როგორც კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა, “ჩვენი საუბრისას IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ მითხრა, რომ უკრაინის მოწვევის საპასუხოდ, ის მზად არის უხელმძღვანელოს IAEA-ს დელეგაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მისიის “გადაუდებელი აუცილებლობაა, რომ მოხდეს რუსეთის სამხედრო მოქმედებებით გამოწვეული ბირთვული უსაფრთხოების საფრთხეების აღმოფხვრა“.