Author Archives: admin

ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.78  (+ 1.35)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.15 (+ 2.22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტს ნოემბრიდან რუსეთი შეუვსებს

აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტს ნოემბრიდან რუსეთი შეუვსებს. „ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება შეთანხმება 60/40-ზე, რაც ენგურჰესის გამომუშავების 60%-ის აფხაზეთისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. თუმცა, ვინაიდან, აფხაზეთში გაზრდილი მოხმარების გამო, ეს 60% საკმარისი არ არის ოკუპირებული რეგიონისთვის, წელს დეფიციტი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით შეივსება. სავარაუდო შეთანხმების მოდელი ასეთია – ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში, როდესაც მოხმარება პიკს აღწევს და ენგური-ვარდნილჰესების გამომუშავება რეგიონისთვის საკმარისი არ არის, რუსეთიდან რეგიონს ...

Read More »

გაზის გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო

8 ნოემბერს ევროპაში გაზი ისევ გაძვირდა. ამის მიზეზი გახდა ტრეიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ მომენტისთვის არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომ რუსეთი ევროპაში ექსპორტს გაზრდის. ოქტომბრის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა „გაზპრომს“ გერმანიაში და ავსტრიაში გაზსაცავებში საწვავის დამატებით რაოდენობის ჩატუმბვის მითითება მისცა, რაც, ერთი შეხედვით, კარგი ახალი ამბავი იყო. თუმცა, მას შემდეგ თითქმის 2 კვირა გავიდა და ტრეიდერები იმედგაცრუებას არ ...

Read More »

პრემიერ-მინისტრი Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული კონგლომერატის, Siemens Energy-ის ვიცე-პრეზიდენტ არიელ პორატს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანას, როგორც ევროკავშირთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Siemens Energy დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება Siemens Energy-ის დაინტერესებას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

დენის ტარიფის სუბსიდირებაზე მთავრობა ფეხს ითრევს და ალბათ იგი ძალიან შეიკვეცება

ელექტროენერგიის ტარიფის საკითხი ქვეყანაში უკვე მწვავდება, რადგან იანვრიდან მოსახლეობას გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევს. მანამდე კი ერთწლიანი სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან გიორგი გახარიას მთავრობამ დაამტკიცა. როგორც ირკვევა, სუბსიდია კიდევ გაგრძელდება, თუმცა უკვე მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის. დეტალები ჯერ კიდევ უცნობი და გაურკვეველია. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის შემდეგ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამაც დაადასტურა, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა ...

Read More »

გაზზე მომუშავე ტექნიკაზე რეგულაციები დეკემბრიდან ამოქმედდება – რეგლამენტი აღარ გადავადდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ვალდებულებებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა. რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადება საწვავის ფასებთან დაკავშირებით

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავის ფასებთან დაკავშირებულ ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ კონკრეტული დაჯგუფებების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები თუ ქმედებები, აზიანებს როგორც კერძო სექტორს და მასში დასაქმებულ ადამიანებს, ასევე, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკასა და მის მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ ამა წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

თბილისის ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 10 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ნუცუბიძის, შავგულიძის, ხომლის და კაპანელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ანდრონიკაშვილის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების ...

Read More »

აზერბაიჯანულ ნავთობზე ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,47%-ით, 1,25 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 86,09 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
apple-ის ელექტრომობილი

Apple-მა უპილოტო ავტომობილის შექმნისთვის Tesla-ს ყოფილი ინჟინერი დაიქირავა

ამერიკულმა კომპანია Apple-მა დაიქირავა Tesla-ს ყოფილი ინჟინერი კრისტოფერ მური, რომლის გუნდიც უპილოტო ავტომობილის შექმნაზე მუშაობდა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო Bloomberg-ი წერს. წყაროების ცნობით, მურს Apple-ის უპილოტო ავტომობილისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დაევალა. Apple-ში ამ დრომდე უპილოტო ავტომობილზე მუშაობდა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. მედიის ცნობით, კომპანია უპილოტო ავტომობილის გამოშვებას 2024 წლიდან გეგმავს, ახლა კი Apple-ის ხელმძღვანელობა აზიელ ავტომწარმოებლებს ხვდება, რათა საკუთარი ელექტრომობილების ...

Read More »