Author Archives: admin

ზელენსკი: ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ევროპაზე მორიგი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება, რაზეც ევროპამ ერთიანობით უნდა უპასუხოს. „ამ ზამთარს, რუსეთი ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული შეტევისთვის ემზადება. ამაზე მთავარი პასუხი ორი რამ უნდა იყოს: პირველი, ჩვენი ერთიანობა – ერთიანობა ტერორისტული სახელმწიფოსგან დაცვაში და მეორე – ჩვენი საკუთარი ზეწოლის გაზრდა რუსეთზე – ეს მოიცავს სანქციების გაზრდას ყველა დონეზე და რუსეთის ნავთობისა და გაზის შეზღუდვას. რაც უფრო ...

Read More »

ერდოღანი: თურქეთს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მის ქვეყანას ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის საკითხში ფასილიტატორის როლის შესრულება შეუძლია. როგორც სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხდა. მათივე ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და გამოთქვეს მზადყოფნა, გეგმის მიხედვით გაგრძელდეს თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა. ამასთან, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დეტალურად განიხილონ ეს საკითხები უზბეკეთის ...

Read More »

აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, ქვეყანა გეგმავს ტრანსანატოლიური გაზსადენის – TANAP-ის სიმძლავრე გააორმაგოს, რომლითაც თურქეთის გავლით ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება, შედეგად, ევროპა გაორმაგებულ აირს მიიღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა იტალიაში საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას – პოლიტიკური გადაწყვეტილება, ტექნიკური ღონისძიებები და რა თქმა უნდა, ინვესტიციები. TANAP-ის გამშვები შესაძლებლობა შეადგენს 16 მილიარდ ...

Read More »

ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი: ყველაფერი ვნახეთ, გუნდზე ზეწოლა არ განხორციელებულა

საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მუშაობის დროს გუნდზე ზეწოლა არ განხორციელებულა. „ვნახე რამდენიმე კომენტარი, რომ ჩვენ მოგვიწყვეს აღლუმი, თითქოს რაღაც არ გვანახეს. ჩვენ ვნახეთ ყველაფერი, რაც ვითხოვე, რომ მენახა. ვნახეთ ყველაფერი, რისი ნახვაც გვსურდა“, – განაცხადა გროსიმ. ჟურნალისტმა საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალურ დირექტორს ჰკითხა, რატომ არ ეთანხმება სააგენტო უკრაინის მოთხოვნას, ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით. ...

Read More »
„თელასმა“ დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების საიმედოობა გააუმჯობესა

სომხეთთან დამაკავშირებელი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში სომხეთთან დამაკავშირებელი 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებს. ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ რეკონსტრუქცია 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ითვალისწინებდა: 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ალავერდი“ რეკონსტრუქცია – გაორჯაჭვიანებას; ქვესადგურში „გარდაბანი 500“ 220 კვ. ფრთის რეკონსტრუქციას და 220 კვ. უჯრედების მოწყობას ქ/ს „გარდაბნის თბოსადგური 2”-ში და ქვესადგურში „მარნეული 500“. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ქსელიდან კვლავ გაითიშა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ელექტროენერგიის მთავარ ქსელთან კვლავ გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. „ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა კვლავ დაკარგა კავშირი ბოლო დარჩენილ გარე გადამცემ მთავარ ხაზთან, მაგრამ სადგური განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას სარეზერვო ხაზის მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურის ორი მოქმედი ბლოკიდან დღეს ერთი გაითიშა ქსელის შეზღუდვების გამო. „ერთი რეაქტორი კვლავ მუშაობს და აწარმოებს ელექტროენერგიას, ...

Read More »

ევროკავშირში: რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის მზად ვართ

ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა. „კარგად ვართ მომზადებული, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ გაზის ექსტრემალურ გამოყენებას იარაღად. ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, მოვუწოდებთ რუსებს, შეასრულონ კონტრაქტები, მაგრამ ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, მზად ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა ჯენტილონიმ. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური ...

Read More »

შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკომისია ვერ დაელოდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბრის გამოსვლას, რომელიც ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საკითხებს შეეხება. „არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. ეს სიახლე არ არის. ამ დებატებს დღეს არ ვიწყებთ. ამიტომ ჩვენ წარსულში რამდენჯერმე მოვიწვიეთ კომისია, რათა ...

Read More »

Reuters: უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს

Reuters-ის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადე, რომ ქალაქ ენერგოდარის ირგვლივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებს დაარტყეს. გენშტაბის ცნობით, ქალაქ ხერსონისა და ენერგოდარის მიმდებარე რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად, მტრის სამი საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საწყობი და სამხედროები გაანადგურეს.

Read More »

ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა

ევროკომისია მიიჩნევს, რომ „გაზპრომმა“ ევროპას გაზი ცრუ საბაბით გაუთიშა. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. „გაზპრომის“ განცხადება, რომ ის კიდევ ერთხელ აჩერებს NorthStream1-ით გაზის მიწოდებას მცდარი საბაბით, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ის არასანდო მომწოდებელია. ეს რუსეთის ცინიზმის კიდევ ერთი დასტურია, რადგან მას კონტრაქტების პატივისცემის ნაცვლად, გაზის დაწვა ურჩევნია“, – აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება ...

Read More »