Author Archives: admin

ჯოზეფ ბორელი: ახლა უკვე გვაქვს გეგმა, ავკრძალოთ რუსული ნავთობის 90%-ის იმპორტი ევროკავშირში

ჩვენ შევთანხმდებით და ახლა უკვე გვაქვს გეგმა, ავკრძალოთ რუსული ნავთობის 90%-ის ევროკავშირში იმპორტი წლის ბოლომდე. წლის ბოლოს ჩვენ ვიყიდით 90%-ით ნაკლებ რუსულ ნავთობს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის მისაღებად გონივრული გამოსავალი იპოვეს და საბოოლოოდ ლიდერებმა საკითხის გადაჭრა შეძლეს. ...

Read More »

ნავთობის ემბარგო ევროპაზე მეტად პუტინს დააზარალებს

გარკვეული დროის განმავლობაში ყოყმანის შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის უმეტესი წილის ემბარგოზე შეთანხმდა. ურალის ნედლი ნავთობის ძვირადღირებული ბრენტის ტიპის ნავთობით ჩანაცვლება ბლოკში ელექტროენერგიის ისედაც გაზრდილ გადასახადებს კიდევ უფრო გაზრდის. Rstad Energy-ს მონაცემებით, ევროკავშირი დღეში 3-დან 3.7 მილიონ ბარელამდე ურალის ტიპის ნავთობს ყიდულობს. ამ მოცულობის 75%-ის 120 დოლარის ღირებულების ბრენტის ტიპის ნავთობით ჩანაცვლება თვეში დანახარჯების სულ მცირე $2 მილიარდით ზრდას ნიშნავს. თუმცა, ევროკავშირის ეს ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

რუსეთი აცხადებს, რომ დანიური კომპანიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას წყვეტს

რუსული „გაზპრომი“ აცხადებს, რომ პირველი ივნისიდან გაზის მიწოდებას უწყვეტს დანიურ კომპანია Orsted-სა და ბრიტანულ Shell Energy Europe-ს, რომლებმაც საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია „გაზპრომის“ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ცნობით, დანიურმა კომპანია Orsted-მა 30 მაისს განაცხადა უარი „გაზპრომისთვის“ რუბლში ანგარიშსწორებაზე. გადახდის ბოლო თარიღი 31 მაისი იყო. ბრიტანულმა კომპანია Shell Energy Europe Limited-მა კი აცნობა „გაზპრომს“, რომ ასევე არ აპირებს გერმანიისთვის ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების, ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს და ლესია უკრაინკას ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან ...

Read More »

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსულ გაზზე ემბარგოს უნდა ითვალისწინებდეს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე მუშაობა უნდა დაიწყოს და ის რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ყველა მომდევნო სანქციები უფრო რთული იქნება. ვფიქრობ, რომ გაზი მეშვიდე პაკეტში უნდა იყოს, მაგრამ რეალისტი ვარ. არა მგონია, რომ ეს მოხდეს“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. მან რუსული ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება „სამართლიან კომპრომისად” შეაფასა. „ეს იყო ...

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

„გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა

ლონდონის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ კომპანიის მოთხოვნით, რუსული ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დაშვება გააუქმა. ამის შესახებ Reuters LSE-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს ყველა რუსულ კომპანიას ამოიღონ უცხოური ბირჟებიდან და განათავსონ თავიანთი აქციები რუსულზე. კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისს – ქვეყნის მთავრობას კვლავ შეეძლო აქციების უცხოურ ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების მიმოქცევის დაშვება. ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე: განვიხილეთ მძლავრი ჰესების მნიშვნელობა, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩვენი დამოკიდებულება უცხოურ ენერგეტიკულ რესურსებზე მნიშვნელოვნად შემცირდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის გასვლით სამუშაო სხდომაში მონაწილეობს, ღონისძიების სხვა მონაწილეებთან ერთად, „ენგურჰესს“ ეწვია და საქართველოს უდიდესი ელექტროსადგურის საქმიანობას გაეცნო. სამუშაო სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს „ენგურჰესის“ ხელმძღვანელების მიერ გაკეთებული პრეზენტაცია სადგურში არსებულ ვითარებაზე, რეაბილიტაციის პროცესსა და განვითარების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ „ენგურჰესს“ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებისა და ენერგეტიკული ...

Read More »

ბელგიის პრემიერი: რუსულ ნავთობზე ემბარგო მთელი ევროკავშირის გამარჯვებაა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრუ მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შემდეგ ევროკავშირმა ახალი შეზღუდვების შემოღება უნდა შეაჩეროს. ამის შესახებ მან სამშაბათს ევროკავშირის ორდღიანი სამიტის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „ბელგიის აზრით, ბოლო პაკეტი არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავისვენოთ. მოდით, ამ პაკეტმა იმუშაოს. ნავთობის ემბარგოს გავლენა რუსეთზე გაცილებით დიდია, ვიდრე გაზის შემთხვევაში. გზა გაცილებით რთულია“, – განაცხადა მან ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე – საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მსგავსი მასშტაბის რეფორმა არ განხორციელებულა

ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელზეც ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები განიხილეს. სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალდებულებების შესრულება და მდგომარეობა 2022 წლისთვის. მინისტრის მოადგილის ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 1.35 ლარი გახდება

„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ შპს „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ამასთან, „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. „მოგეხსენებათ, რომ შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი ...

Read More »