Author Archives: admin

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

20 მარტს იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე ინტენსიური იერიში მიიტანეს. ჰუსიტების დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტების საშუალებით იერიში განახორციელა ქალაქ ჯედაში მდებარე ნავთობ-გადამამუშავებელ ტერმინალზე. საუდის არაბეთის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჰუსიტებმა მიზანში ამოიღეს თხევადი გაზის გადამამუშავებელი და ზღვის წყლის დესალინაციის სადგურები. წყაროს თანახმად, სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შიიტური დაჯგუფება ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ესხმის თავს საუდის არაბეთის და საამიროების კრიტიკულ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 21 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.06 (-0.62)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.50 (-0.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ბრიტანეთი Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების დროებითი ნაციონალიზაციისთვის ემზადება

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა Gazprom-ის ადგილობრივი ერთეულის – Marketing & Trading Retail-ის დროებითი ნაციონალიზაციისთვის ემზადება. კომპანია, რომელიც საცალო მიწოდებით არის დაკავებული, დასავლური სანქციების ზეწოლის ქვეშაა. Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ კომპანია გაზის უწყვეტ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს, ის გაერთიანებული სამეფოს მიერ სპეციალურ ადმინისტრაციულ რეჟიმში გადასვლის მთავარი კანდიდატია. ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან კომპანიის მდგომარეობას, რომელსაც 30 000-ზე მეტი ბიზნეს მომხმარებელი ...

Read More »
სემეკმა მცხეთის წყლის ტარიფი დაადგინა

22 მარტს, მსოფლიოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

22 მარტს, მსოფლიოში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.   მიწისქვეშა წყლები სასიცოცხლო რესურსია, რომელიც მთელ მსოფლიოში სასმელი წყლის თითქმის ნახევარს უზრუნველყოფს. ის ინარჩუნებს ეკოსისტემებს, მდინარეების ძირითად დინებას და ხელს უშლის მიწის ჩაძირვას.   თანამედროვე სამყაროში თითქმის არ არსებობს ისეთი დარგი, რომელსაც წყალმომარაგება არ სჭირდება. რა თქმა უნდა მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკისთვისაც. გაუფრთხილდი წყალს, დედამიწაზე სიცოცხლის გადასარჩენად!

Read More »
ტანაპ

აზერბაიჯანი 2022 წელს ევროპაში გაზის მიწოდებას 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე გაზრდის

აზერბაიჯანი გეგმავს, ევროპაში გაზის ექსპორტი 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე გაზარდოს. ამის შესახებ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ფიარვიზ შახბაზოვმა განაცხადა. „ტრანსადრიატიკის მილსადენის ამოქმედების დროიდან დღემდე, ევროპაში ექსპორტირებულია 9,7 მლრდ კუბ.მ გაზი. წელს ჩვენი გაზის ექსპორტი თურქეთში გაიზრდება 8,2 მლრდ კუბ.მ-მდე, ხოლო ევროპაში 9,1 მლრდ კუბ.მ-მდე” – განაცხადა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში გაზის მარაგები, აზერბაიჯანული გაზის მიმართ დაინტერესება ...

Read More »

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), თემქის დაახლების IX, X, Xბ კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI ...

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

UNIAN – მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს

მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობსერვისის კომპანიებმა რუსეთში ინვესტიციები შეაჩერეს. აღნიშნულ ინფორმაციას Schlumberger-ის და Baker Hughes-ის ხელმძღვანელები ავრცელებენ. UNIAN-ის ინფორმაციით, Schlumberger რუსეთში დაუყოვნებლივ წყვეტს ყველა ინვესტიციას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს. როგორც Schlumberger-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლივიე ლე პეშმა განაცხადა, „კომპანია დაუყოვებლივ აჩერებს რუსეთში ახალ ინვესტიციებს ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით“. „მიმდინარე სიტუაციაზე დაკვირვების შედეგად ჩვენი მომავალი გზა შევაფასეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ოპერაციებისთვის დაუყოვნებლივ შევაჩეროთ ახალი ...

Read More »

რუსმა ოლიგარქმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა

რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „ნოვატეკში“, რომელიც რუსეთში ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, გენადი ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზებს არ ასახელებენ. ცნობილია, რომ ტიმჩენკო ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაში 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო მოხვდა. 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მას სანქციები ევროკავშირმა ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი ნავთობისთვის ახალ მყიდველებს პოულობს

თეირანმა მოახერხა ახალი კონტრაქტების დადება ნავთობის მიწოდებაზე, მიუხედავად აშშ-ს მკაცრი ექსტრატერიტორიული სანქციებისა. ირანის ნავთობის მინისტრის ჯავად ოჯის განაცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “ჩვენ გამოვიყენეთ მთელი ჩვენი პოტენციალი და ხელი მოვაწერეთ ახალ კონტრაქტებს. ჩვენი ახალი მყიდველები თავად ფლობენ გადამამუშავებელ ქარხნებს და მუდმივად იყიდიან ჩვენგან ნავთობს”, – ციტირებს IRNA მის სიტყვებს. ოჯიმ განაცხადა, რომ ირანი დღე-ღამეში დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის შეჩერება

პუტინის რეჟიმი, მთავრობის დასაფინანსებლად და სამხედრო ოპერაციებისთვის, მნიშვნელოვანწილად ენერგიის ექსპორტზეა დამოკიდებული. რუსული ბიუჯეტის თითქმის ნახევარი წიაღისეული საწვავის ექსპორტზე  მოდის. რუსეთი, ყაზახეთთან და უზბეკეთთან ერთად, ურანის გლობალურად მოპოვების 50%-ზე მეტს იკავებს და ყველა ბირთვულ რეაქტორს, რომელთა მშენებლობაც 2019 წლიდან ჩინეთის გარეთ დაიწყო, რუსული მიმწოდებელი ჰყავს. ამის მიუხედავად, რუსული ეკონომიკის საფრთხედ განახლებადი ენერგია იქცა, რომელსაც 2020 წელს ექსპლუატაციაში შესული ელექტროენერგიის წარმოების  სიმძლავრის ...

Read More »