თეირანმა მოახერხა ახალი კონტრაქტების დადება ნავთობის მიწოდებაზე, მიუხედავად აშშ-ს მკაცრი ექსტრატერიტორიული სანქციებისა. ირანის ნავთობის მინისტრის ჯავად ოჯის განაცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
“ჩვენ გამოვიყენეთ მთელი ჩვენი პოტენციალი და ხელი მოვაწერეთ ახალ კონტრაქტებს. ჩვენი ახალი მყიდველები თავად ფლობენ გადამამუშავებელ ქარხნებს და მუდმივად იყიდიან ჩვენგან ნავთობს”, – ციტირებს IRNA მის სიტყვებს.
ოჯიმ განაცხადა, რომ ირანი დღე-ღამეში დაახლოებით 1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს და 3,8-3,9 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებს.