Author Archives: admin

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ზაფხულამდე გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას გაანახევრებს

გერმანიის ხელისუფლება ზაფხულისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას ორჯერ შეამცირებს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ მემორანდუმზე დაყრდნობით წერს. უახლოეს 2 თვეში გერმანია რუსული ნავთობის შესყიდვას 25%-ით შეამცირებს, ხოლო ზაფხულისთვის შესყიდვები განახევრდება. გარდა ამისა დოკუმენტში ნათქვამია, რომ  – “წლის ბოლოსთვის ჩვენ შევეცდებით პრაქტიკულად სრულად დამოუკიდებლები ვიყოთ რუსული ნავთობისგან”. გარდა ამისა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანია სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ...

Read More »

Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო

„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“-ის ერთ-ერთმა საოპერაციო კომპანია Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო. კომპანია შვეიცარიაში მდებარეობს. ამის შესახებ ინტერფაქსი გამოცემა Stuttgarter Zeitung-ზე დაყრდნობით იუწყება. „დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გამო კომპანია Nord Stream 2 გაკოტრების პირას არის. მომდევნო რამდენიმე დღეში კომპანია შვეიცარიის სასამართლოში გაკოტრების შესახებ განაცხადს შეიტანს“ – განაცხადა Nord Stream 2 AG-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მატიას ვარნიგმა. 22 თებერვალს გერმანიის ...

Read More »

შემცირების შემდეგ ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

2022 წლის 25 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზრდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.19 (+0.97)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.68 (+1.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

კანადა გაზრდის ნავთობის ექსპორტს, რათა ჩაანაცვლოს ნედლეული რუსეთიდან ევროკავშირში

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე ოტავას შეუძლია ნავთობისა და გაზის ექსპორტი დღეში დაახლოებით 300 000 ბარელით გაზარდოს, რათა “რუსული ნავთობი და გაზი ჩაანაცვლოს”. კანადას, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, სურს გაზარდოს ნავთობის ექსპორტი დაახლოებით 5 პროცენტით, რათა დაეხმაროს ევროკავშირს სწრაფად შეეშვას რუსული ენერგიის იმპორტს. ამის შესახებ კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა. “წლის ბოლომდე, კანადის ინდუსტრიას აქვს შესაძლებლობა, ...

Read More »

რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად აშშ და ევროკავშირი სამუშაო ჯგუფს შექმნიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დელ ლაიენი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას აანონსებენ ევროპის რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის მიზნით. პანელი, რომელსაც თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები უძღვებიან, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებას და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას. თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების ევროპის მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

გოლეთიანი: როცა კარვებს ავიღებთ, გვინდა, აქცია ჩავატაროთ და ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება

„ჩვენს რეალობაში ჯერ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, სახალხო ერთობას და სახალხო გაერთიანებას მსგავსი შედეგისთვის მიეღწიოს”, – მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი ვარლამ გოლეთიანი „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს კომპანია „ენკასთან“ ხელშეკრულების ოფიციალურად გაწყვეტას ულოცავს: „გვაქვს გარკვეული გეგმები, როცა ავიღებთ ამ კარვებს, გვინდა, აქცია ჩავატაროთ. დავთქვამთ თარიღს. გვინდა, ყველა ის ადამიანი, ვინც ოდესმე გულით იყო ჩართული ამ პროცესში, მოვიდეს ჩვენთან, ერთად აღვნიშნოთ ეს გამარჯვება ...

Read More »

მედვედევი: მსოფლიო “ევროპას გაუჭირდება რუსული ნავთობისა და გაზის დათმობა, მაგრამ თუ მოინდომებს, ამას გააკეთებს”

ევროპას გაუჭირდება რუსული ნავთობისა და გაზის დათმობა, მაგრამ თუ მოინდომებს, ამას გააკეთებს, საკითხავია, რა პერსპექტივაში, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, “რია ნოვოსტი”- სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთი უკვე ფიქრობს მიწოდების დივერსიფიკაციაზე და აზიის ბაზრებს უყურებს. „დღევანდელ პირობებში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ აზიის ბაზრებს და ვფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ მიწოდების დივერსიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ევროპელი მეგობრები ...

Read More »

Naftogaz-მა დათვალა, რამდენი ქვეყანა ამბობს უარს რუსულ გაზსა და ნავთობზე

უკრაინული კომპანიის Нафтогаз України ინფორმაციით, უკვე ექვსმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ან ნაწილობრივ თქვან უარი რუსულ ენერგორესურსებზე. ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანამ უკვე აკრძალა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი. კანადა ქვეყნიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა დიდი ბრიტანეთი განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს რუსული ნავთობის და გაზის იმპორტს გერმანია 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობზე ბულგარეთი რუსული გაზის მიწოდებაზე ...

Read More »

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის ენერგორესურსებთან კავშირი უნდა გავწყვიტოთ რაც შეიძლება სწრაფად

დღეს ენერგოდამოკიდებულებაზე უნდა ვიმსჯელოთ და ფინეთი უჭერს მხარს ამ პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილ ყველა გზას, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. „ამ ეტაპზე მთავარია არ დავკეტოთ არცერთი კარი და თან საკითხს ძალიან ფრთხილად მივუდგეთ, რა ელემენტს როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ველოდებით კომისიას, რომელიც წარმოადგენს წინადადებებს. ფინეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ეს კავშირი რუსეთთან უნდა ...

Read More »

სლოვენიის პრემიერ მინისტრი: ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იმაზე სწრაფად ვიმოქმედოთ, ვიდრე ამას რუსეთი მოისურვებდა

ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იმაზე სწრაფად ვიმოქმედოთ, ვიდრე ამას რუსეთი მოისურვებდა,- ამის შესახებ სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშამ განაცხადა. მისი თქმით ყველა ქვეყანა თანახმაა, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს დივერსიფიკაცია. „ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება ერთ ღამეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ იმაზე სწრაფად ვიმოქმედოთ, ვიდრე ამას რუსეთი მოისურვებდა. ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად. ამ თემაზე ...

Read More »