Author Archives: admin

საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

საქართველოში განუბაჟებელი დიზელი შემოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოში აღურიცხავი დიზელის საწვავი შემოდის. კერძოდ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს დიზელის საწვავი ავზით, წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტიდან შემოაქვთ და შემდეგ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დაბალ ფასად (2.80 დან 3 ლარის ფარგლებში) იყიდება. „პროდუქტი შემოსულია აღურიცხავად, კონტრაბანდული გზით, სატრანსპორტო საშუალებებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ავზით შემოაქვთ საწვავი და აბარებენ, ფაქტობრივად ჩრდილოვანი ინდუსტრია ყალიბდება, ფასთა შორის სხვაობა ძალიან დიდია და ეს განსხვავება იგრძნობა, ჩვენთან 4.50, ხოლო აზერბაიჯანში 1.50″,- აცხადებს ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, დიდი ლილოს დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათჰესის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, რკინიგზის, კაკაბაძის, წუწუნავას, მუხაძის და ბანეთიშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან ...

Read More »

მზის ლაქა, რომელიც პირდაპირ დედამიწას შესცქერის, ზომაში გაორმაგდა — რას ნიშნავს ეს

მზეზე არსებული ლაქა, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით სამჯერ დიდია და პირდაპირ მას შესცქერის, ზომაში 24 საათის განმავლობაში გაორმაგდა. შესაძლოა, მის გარშემო არსებულმა მაგნიტურმა ველმა მომავალში M-კლასის ამოფრქვევები წარმოშვას. “გუშინ AR3038 დიდი იყო. დღეს ის უზარმაზარია”, — 22 ივნისს განაცხადა ტონი ფილიპსმა, SpaceWeather.com-ის ავტორმა — “სწრაფი ტემპით ზრდადი ლაქა მხოლოდ და მხოლოდ 24 საათში გაორმაგდა ზომაში”. იმ შემთხვევაში, თუკი ლაქა კორონალური მასის ამოფრქვევას (იგივე ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  27 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113,12  (+  3,07)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107,62  (+   3,35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს უფროსი რუსეთისთვის „ბოიკოს კოშკების“ სახმედრო მნიშვნელობას განმარტავს

რეზნიკოვმა განაცხადა, რომ 2014 წელს მითვისებული ამ ობიექტების დახმარებით, რუსეთმა არა მხოლოდ მოიპარა გაზი უკრაინიდან, არამედ მოაწყო იქ ელექტრონული ომის სადგურები. ”რუსები იყენებდნენ კოშკებს, როგორც თავიანთი გემების დაცვის საშუალებას, იმალებოდნენ მათ უკან, რათა ჩვენს ნეპტუნებს ვერ შეძლებოდათ სისტემებზე დამიზნება,” – განმარტა რეზნიკოვმა. ”ისე მოხდა, რომ ვიღაცამ ამ კოშკებზე დაუდევრად მოწია და ახლა რუსები მათ უკვე ვეღარ გამოიყენებენ ხსენებული მიზნით.” „მოწევასთან“ ...

Read More »

“გერმანია გაზის 40%-ს რუსეთისგან იღებს – უკრაინისთვის იარაღის გაგზავნით, ისინი მსხვერპლს იღებენ, რადგან ხედავენ, რომ თავისუფლების ფასი გადასახდელია”

„ჩემი სიცოცხლეში არასოდეს მჯეროდა, რომ გერმანიის კანცლერი იმდენად დაწინაურდებოდა, როგორც ეს ოლაფ შოლცის შემთხვევაშია და გაგზავნიდა იარაღს, რათა უკრაინელებს თავი დაეცვათ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მისი თქმით, შოლცმა უზარმაზარ წინსვლას მიაღწია იმის გათვალისწინებით, რომ მისი ქვეყნის გაზმომარაგების 40% რუსეთზე მოდის. „ჩვენთან [ბრიტანეთში] გაზის 4% მოდის რუსეთზე, გერმანიის შემთხვევაში, ეს 40%-ია. ისინი რეალური ზეწოლის წინაშე დგანან, მათ უწევთ ენერგიის სხვაგან მოპოვება, მაგრამ ისინი ...

Read More »

ჯო ბაიდენი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებენ, რომ აშშ და ევროკავშირი ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის უახლოეს პერიოდში ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისა და რუსეთისთვის გაზიდან და ნავთობიდან მიღებული შემოსავლის შესამცირებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და ევროკომისიის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად გამოყენებას. „რუსეთის ენერგეტიკულმა იძულებამ ზეწოლა მოახდინა ენერგეტიკულ ბაზრებზე, გაზარდა სამომხმარებლო ფასები და საფრთხე ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ზამთარში გაზის დეფიციტმა, შეიძლება, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს. „ზამთარში არსებობს ისეთი სცენარის საშიშროება, როდესაც რეალურად უნდა დაწესდეს შემცირება. ჩემი აზრით, ეს გამოიწვევს მძიმე ეკონომიკურ კრიზისს ევროპასა და გერმანიაში და ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა. მისი თქმით, ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დასავლეთის მხრიდან ერთობლივი და სწრაფი მოქმედება. „ჩვენ ...

Read More »

ფრანგულმა კომპანიებმა ქვეყნის მოქალაქეებს ენერგიის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდეს

ფრანგული ენერგეტიკული კომპანიების Engie-ს, EDF-ს და TotalEnergies-ის ხელმძღვანელებმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდეს, შეამცირონ ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება, რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო. ამის შესახებ საკვირაო გაზეთი Le Journal du Dimanche იტყობინება. “მოვუწოდებთ კეთილსინდისიერებისკენ და კოლექტიური და ინდივიდუალური ქმედებისკენ, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა მომხმარებელმა, თითოეულმა კომპანიამ შეცვალოს თავისი ქცევა და დაუყოვნებლივ შეზღუდოს ენერგიის, ელექტროენერგიის, გაზისა და ნავთობპროდუქტების მოხმარება”, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც აღინიშნა, ...

Read More »

“ზამთარში კიეველების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იქნება” – კლიჩკო

ზამთარში კიევის მაცხოვრებლების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იქნება, – თქვა ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მისი თქმით, კიევს ომის პირობებში რთული გათბობის სეზონი ელოდება და სავსებით შესაძლებელია, რომ მოქალაქეების სახლებში ტემპერატურა ჩვეულებრივზე დაბალი იყოს. მიუხედავად ამისა, გათბობის სეზონი დროულად უნდა დაიწყოს და საფასური არ შეიცვლება.

Read More »