Author Archives: admin

ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ღამით ეიფელის კოშკის განათების დრო შემცირდება

პარიზის მერი ანა იდალგო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ეიფელის კოშკის განათების დროის შემცირებას მხარს უჭერს. Le Journal du dimanche-ს ინფორმაციით, კოშკის 336 ოქროსფერი „პროჟექტორი“ ღამის 1 საათზე ქრებოდა, მაგრამ არსებული ინიციტივით ის 23:45 საათზე ჩაქრება, ანუ როდესაც ბოლო ვიზიტორები დატოვებენ კოშკს. ეიფელის კოშკის მენეჯმენტმა, კომპანია SETE-მ განმარტა, რომ კოშკის ღამით განათება არის ძეგლის წლიური ელექტროენერგიის გადასახადის მხოლოდ 4%, ხოლო 20,000 LED-ის ციმციმა, რომელიც ანათებს ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა

8 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებულმა გაზის მოცულობამ 1,7 მლრდ კუბ/მ შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში გააღჟერა. როგორც Trend-ის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა ევროპაში 7,3 მლრდ კუბ/მ გაზი გაიტანა. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბუნებრივი რესურსების ექსპორტი 23%-ით გაზარდა. „თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მლრდ კუბ/მ შეადგინა, ...

Read More »

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა

დღეს, 12 სექტემბერს, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. რის შედეგადაც მეზობელ ბინებში მინები ჩამოიმსხვრა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება პოლიცია და სამაშველო სამსახური.

Read More »

გერმანია სამუდამოდ ემშვიდობება რუსულ გაზს

ენერგეტიკული ხიდი რუსეთი–ევროპა, რომელიც ბრეჟნევის პერიოდში აშენდა, სამუდამოდ დარჩება ისტორიის სანაგვეზე. გერმანიამ, გაზპრომის ერთ დროს უმსხვილესმა კლიენტმა, რუსული გაზის დაბრუნების იმედი დაკარგა და გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიღებაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინის მიღებაზე, შემდეგ ამ მილსადენით მიწოდება 20%–მდე შეამცირა და ბოლოს მთლიანად გააჩერა ეს გაზსადენი, გერმანულმა ენერგოკომპანიებმა მასობრივად დაიწყეს იმის კეთება, რაზეც უარს ...

Read More »

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

2022 წლის 16-17 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ორდღიანი ღონისძიება – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება.   კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: ტერესა მორეირა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და ...

Read More »

ზელენსკი: უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება. „უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა დღეს უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არც ერთი სამხედრო ობიექტი. გამორთული ხარკოვისა და დონეცკის ოლქები. ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკსა და სუმიში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ წუთებამდე არ მიეწოდება. კარგად წაიკითხეთ ტუჩებით: გაზის გარეშე, ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე კვების წყარო ჩაირთო

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გარე კვების წყარო ჩაირთო. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური სააგენტო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, აღდგენილია ელექტროგადაცემის სარეზერვო ხაზი, რაც რეაქტორის გასაგრილებლად და უსაფრთხოების ნორმების დასაცავად არის აუცილებელი. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, მარტიდან საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. გაერო სადგურის ტერიტორიის სასწრაფო დემილიტარიზაციას ითხოვს.

Read More »

თბოელექტროსადგურზე რუსეთის იერიშის გამო, ხარკოვს ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხარკოვს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ამ იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები ტერორისტებად რჩებიან. „თითქმის მთლიანადაა გათიშული ელექტროენერგია ხარკოვში, დონეცკის ოლქში, ნაწილობრივ ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროსვკსა და სუმში. რუსი ტერორისტები ტერორისტებად რჩებიან და კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ. არანაირი სამხედრო ობიექტები, ერთადერთი მიზანია, ხალხი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვონ. წაიკითხეთ: გაზის გარეშე თუ თქვენს გარეშე? ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ) და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას. დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, ჭოროხის, უზნაძის, ფიროსმანის, ლოჭინის, ...

Read More »

წელს ევროპის ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული დაფიქსირდა

ეს ზაფხული ამინდზე დაკვირვებიდან დღემდე ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო. ამის შესახებ BBC ევროკავშირის სატელიტების მონიტორინგზე დაყრდნობით წერს. კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ზაფხული 0,4 გრადუსით ცხელი იყო, ვიდრე წინა რეკორდი, რომელიც 2021 წელს დამყარდა. რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა აგვისტოც – 2022 წელს ზაფხულის ბოლო თვე 0,8 გრადუსით ცხელი იყო, ვიდრე 2018 წლის აგვისტო, რომელიც აქამდე ყველაზე ცხელ აგვისტოდ ითვლებოდა. ...

Read More »