სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ) და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, ჭოროხის, უზნაძის, ფიროსმანის, ლოჭინის, ვეძათხევის, გორკის, არაგვისპირელის, ადიგენის, ბუხაიძის, ნინოშვილის, კონსტიტუციის, თევდორეს მღვდლის და ფიროსმანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ტაბიძის, მაჩაბელის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭაქვაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონების მოსახლეობას.

გლდანის და ნაძალადევის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ახალდაბის, გვაზაურის, ზიგზაგის, ღრმაღელის, ხუდადოვის, ახალმოწამეთა, კეხვის, წერონისის, დემურიას, ინტერნატის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, ბარისახოს, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ტრაპაიძის, ნეკრისის, სამეგრელოს და გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჰუგო ჰუბერტის, დემეტრე თავდადებულის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, გეხტმანის და ბარონ დე ბაის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply