ავსტრია ეწინააღმდეგება Nord Stream 2-ის გაზსადენის სანქციების პაკეტში დამატებას, რომლის ამოქმედებასაც ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში აპირებს. გაზსადენზე სანქციის დაწესების, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ზომაზე მსჯელობა აზრსმოკლებულად მიმაჩნია, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა. მიუხედავად ოპოზიციისა, ვენა გაზსადენისთვის შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირში არსებულ „კონსენსუსს მხარს დაუჭერს“, – ამბობს შალენბერგი სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში. 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში ეკონომიკური სანქციების ...
Read More »