ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, მარსზე მისიების განსახორციელებლად წითელ პლანეტაზე კოსმოსური ხომალდებისთვის განკუთვნილი საწვავის წარმოება იქნება საჭირო, რომელსაც ასტრონავტები დედამიწაზე დასაბრუნებლად გამოიყენებენ. მათი თქმით, ამის ნაკლები დანახარჯებით მიღწევა ციურ სხეულზე ბაქტერიების გაშვების შემთხვევაშია შესაძლებელი. სპეციალისტები მოცემულ საკითხს დეტალურად გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში განიხილავენ. იქიდან გამომდინარე, რომ მარსისა და დედამიწის ატმოსფერო მნიშვნელოვნად განსხვავდება, წითელი პლანეტის ზედაპირიდან ...
Read More »Author Archives: admin
საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მწვანე წყალბადის მომავლის ტექნოლოგიას რეალობად აქცევს
საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას. შედეგად, საქართველოში განხორციელდება პირველი საპილოტე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას. „გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა და კონკრეტულად, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) არიან ჩვენი მრავალი წლის პარტნიორები სხვადასხვა მიმართულებით – ინფრასტრუქტურის განვითარების, რეფორმების და ...
Read More »OPEC +-მა გადაწყვიტა არ დააჩქაროს ნავთობის მოპოვების ზრდა
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC+-მა არ გაითვალისწინა იმპორტიორი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა დეკემბერის თვეში ნავთობის მოპოვების 600-800 ათასი ბარელით დღე/ღამეში გაზრდის შესახებ. ალიანსის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის შემდეგ კომუნიკეში ნათქვამია, რომ დეკემბერის თვეში კარტელი შეინარჩუნებს ნავთობის მოპოვების გაზრდის მიმდინარე გეგმას და გაზრდის მას მხოლოდ 400 ათასი ბარელით. ნავთობის მოპოვების ეტაპობრივი გაზრდის გეგმა ივლისში შეთანხმებული იყო და ითვალისწინებდა, რომ OPEC + აგვისტოდან ყოველთვიურად ...
Read More »რატომ ძვირდება საქართველოში საწვავი
2021 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასი ხშირად იცვლება. საცალო ქსელში არსებული ფასები 10 თვის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ფასი დაახლოებით, 1 ლიტრზე 60-65 თეთრით არის გაზრდილი. დღეისათვის ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ასე გამოიყურება: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,81-3,09 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი – 3,07-3,18 ლარი; სუპერი ტიპის ბენზინი – 3,15-3,26 ლარი; დიზელის საწვავი – 2,64-2,99 ...
Read More »ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს 2021 წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველომ 26 000 ტონა ნედლი ნავთობი და 14 მლნ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა. 2020 წელს კი წლიურად ჯამურმა მოპოვებამ 30 000 ტონა ნედლი ნავთობი და 10 მლნ კუბური მეტრი გაზი შეადგინა. 2020 წლის რვა თვის მონაცემებთან შედარებით, წელს ნავთობის მოპოვება 36 პროცენტით არის გაზრდილი. სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნავთობის ძებნა-ძიებისა და ...
Read More »რუსეთი ყაზახეთიდან უკრაინაში ნახშირის ტრანზიტს ბლოკავს, უკრაინა იძულებულია თბოსადგურების ენერგობლოკები გაზზე ამუშაოს
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნახშირის ნაკლებობის გამო სამინისტრო თბოელექტროსადგურების ენერგობლოკებისთვის და თბოელექტროცენტრალებისთვის საწვავად გაზის გამოყენებას გეგმავს. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ასეთი გადაწყვეტილბის მიღების მიზეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ ყაზახეთიდან უკრაინაში ნახშირის ტრანზიტის სრული ბლოკირება. უკრაინის უმაღლესი რადას ენერგეტიკის და საბინაო-კომუნალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი გერუსის თქმით, ტექნიკური ბლოკირება რუსეთის რკინიგზის დონეზე ხდება. რუსეთის რკინიგზა არ ზღუდავს ყაზახეთიდან უკრაინაში ყაზახური კოქსვადი ნახშირის ...
Read More »ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს
“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 4 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 80.84 (- 1.45) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.81 (- 2,05) დოლარი/ბარელზე.
Read More »დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 5 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ეგრისის, ფერაძის, სიხარულიძის და ჯიშკარიანის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), შევარდენიძის, ...
Read More »საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, კრიპტო ბაზარი დაარეგულიროს
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნული ბანკი კრიპტო ბაზრის რეგულირების თაობაზე პარლამენტისთვის და მთავრობისთვის მიმართვას გეგმავს. როგორც მან “ბიზნეს ფორმულას” განუცხადა, კრიპტო ბაზრის რეგულირება ფულის გათეთრების ნაწილში განიხილება. „დღეს ფულის გათეთრების ჩარჩო არეგულირებს ყველა რეგულირებად სუბიექტს ეროვნულ ბანკში, თუმცა ეს არ ეხება კრიპტოვალუტის გამომშვებს ან მოვაჭრეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ არ შემოდის კრიპტო ვალუტები. სამომავლოდ ...
Read More »ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება
ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი ბაღერიმ განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებში თეირანის მთავარი წარმომადგენელია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მოლაპარაკებები ვენაში აპრილში ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეწყდა. ვაშინგტონში იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ მალი გაუძღვება ამერიკის დელეგაციას ვენაში. ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში ...
Read More »