“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC+-მა არ გაითვალისწინა იმპორტიორი ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნა დეკემბერის თვეში ნავთობის მოპოვების 600-800 ათასი ბარელით დღე/ღამეში გაზრდის შესახებ.
ალიანსის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის შემდეგ კომუნიკეში ნათქვამია, რომ დეკემბერის თვეში კარტელი შეინარჩუნებს ნავთობის მოპოვების გაზრდის მიმდინარე გეგმას და გაზრდის მას მხოლოდ 400 ათასი ბარელით.
ნავთობის მოპოვების ეტაპობრივი გაზრდის გეგმა ივლისში შეთანხმებული იყო და ითვალისწინებდა, რომ OPEC + აგვისტოდან ყოველთვიურად გაზრდიდა ნავთობის მოპოვებას 400 ათასი ბარელით დღე/ღამეში. მაგრამ სექტემბერსა და ოქტომბერში ალიანსმა შესვენება გადაწყვიტა, ბაზრის ცვალებადობის მოტივით.
OPEC +-ის გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა მომხმარებლებთან, რომლებიც შეხვედრის წინა დღეს აქტიურად მოითხოვდნენ კარტელის ნავთობის მოპოვების აღდგენის ტემპის გადახედვას.
OPEC + -ის ალიანსი მკვეთრად არ გაზრდის ნავთობის მოპოვებას დეკემბერის თვეში, მიუხედავად ამერიკი შეერთებული შტატებისა და იმპორტიორი ქვეყნების ლობისტური ძალისხმევისა, რომლებიც კარტელს ადანაშაულებენ ბაზრის არასტაბილურობაში.