Author Archives: admin

აშშ-ში კრიპტოვალუტების დაბეგვრის წესი მკაცრდება

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი ინფრასტრუქტურის პაკეტი კრიპტოვალუტით ტრანზაქციებისთვის საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნებს ზრდის. ცვლილებას ეწინააღმდეგება ციფრული ვალუტის ინდუსტრია. მიუხედავად იმისა, რომ სენატორების ორპარტიული ჯგუფი კანონში შესწორების შეტანას ჯერ კიდევ იმედოვნებს, ინდუსტრიას წინ დიდი ბრძოლა ელის. რა შეიცვალა კანონში? 2023 წლიდან, კრიპტოვალუტის ბროკერებს, როგორიცაა Coinbase, მოეთხოვებათ თვალყური ადევნონ ტრანზაქციებს ისევე, როგორც ამას საფონდო და ობლიგაციების ბროკერები აკეთებენ. მათ უნდა გაამჟღავნონ მომხმარებლების სახელები, მისამართები და ტელეფონის ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების შედარებითი მიმოხილვა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   „საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია  საწვავის ფასთან დაკავშირებით ჩვენს მეზობელ და ახლომდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.   შედარებისათვის მოვიყვანოთ საწვავის საშუალო საცალო ფასი რიგ ქვეყნებში უშუალოდ ავტოგასამართ სადგურებზე:   აზერბაიჯანში – A-92 მარკის  ბენზინი – 0,51 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,82 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი – 0,97 ევროს; დიზელის საწვავი – 0,41ევროს;   რუსეთში –  A-92 მარკის  ბენზინი – 0,57 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,61 ევრო , A-98  მარკის  ბენზინი – ...

Read More »

აზერბაიჯანმა და ირანმა ნავთობისა და გაზის სექტორში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს

აზერბაიჯანის დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეკონომიკურ, ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ საკითხებში სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარის, შაჰინ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით თეირანს ეწვია და ირანის ნავთობის მინისტრს, ჯავად ოვჯის შეხვდა. მხარეებმა აზერბაიჯანსა და ირანს შორის, ნავთობისა და გაზის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა გაზის სფეროში არსებული ხელშეკრულებების შესრულების საკითხი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების გაგრძელება. ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ...

Read More »

წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალზე აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პრობლემის აღმოფხვრისა და გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური სამსახურების მიერ აღნიშნული მაგისტრალის 64-ე კმ.-ზე, სოფელ საყდრისთან არსებულ მონაკვეთზე, გარეშე ორგანიზაციის ზემოქმედების შედეგად დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა. ბუნებრივი გაზის მიწოდებას შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” ეტაპობრივად განახორციელებს.

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში გაზსადენის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს

შავი ზღვის თურქულ სექტორში საკარიას გაზის საბადოზე საინჟინრო-საპროექტო სამუშაოები დასრულდა და მილების მიწოდების ხელშეკრულებაც გაფორმდა. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა, წერს გამოცემა Anadolu. მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზსადენის გაყვანა 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყება. შავ ზღვაში, პროვინცია საკარიას აკვატორიაში, გაზის უზარმაზარი საბადოს აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 21 აგვისტოს გავრცელდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 19 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.89 (- 2.35)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.10 (- 2.91)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

კლიმატური ცვლილებები ბიზნესს აზარალებს

კლიმატური ცვლილებების გავლენა ბიზნესზე ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორებისთვის უკვე შესამჩნევი ხდება. კლიმატური კრიზისის პასუხად ხელმძღვანელები მკაცრი ზომების შემოღებას და ნულოვანი მაჩვენებლის მისაღწევად ემისიების შემცირებას იწყებენ. გაეროს გლობალური შეთანხმებისა და Accenture-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები უკვე არა აბსტრაქტული პერსპექტივა, არამედ რეალობაა. კლიმატის ცვლილებების შესახებ ყველაზე მასშტაბური კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და 113 ქვეყანასა და 21 ინდუსტრიაში მოღვაწე 1,200-ზე მეტ აღმასრულებელ ...

Read More »

იაპონიამ შესაძლოა ნავთობის მარაგები გაყიდოს

იაპონიის ხელისუფლებამ შესაძლოა ნავთობის მარაგების გაყიდვა დაუშვას. ამის შესახებ Kyodo News წერს. ამის მიზეზია ბაზარზე ნავთობის ფასის სტაბილიზების სურვილი. თუმცა პოლიტიკოსების ნაწილი მთავრობის ამ ინიციატივის წინააღმდეგი გამოდის. იაპონიაში ნავთობის მარაგების გაყიდვა რამდენიმე შემთხვევაშია დაშვებული. მათ შორის სტიქიური უბედურების, მიწოდების დეფიციტისა და ბაზარზე გლობალური პრობლემების არსებობის დროს. ამ დრომდე იაპონიას მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდის მიუხედავად, ნედლეულის მარაგების გაყიდვის შესახებ არ განუცხადებია. ...

Read More »

“ჩინეთთან ენერგეტიკული გარიგებები მოსკოვისთვის სახიფათოა”

პარალელურმა ენერგოკრიზისმა – ევროპაში და ჩინეთში – მოსკოვს პეკინთან მომგებიანი საგაზო გარიგების დადების საშუალება მისცა. კერძოდ, რუსეთი ჩინეთს მიჰყიდის გაზს იგივე საბადოებიდან, რომლებიდანაც ცისფერი საწვავით ევროპას ამარაგებს. ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩინეთზე ზრდადი დამოკიდებულება შესაძლოა თავად რუსეთისთვისაც ძალიან სარისკო აღმოჩნდეს. მოსკოვში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის დედაქალაქებში მიღებულ იქნება კოორდინირებული ზომები „გაზპრომის“ გავლენის შესამცირებლად. ამიტომაც, ევროპასთან ერთად ვლადიმირ ...

Read More »

Tesla-ს ავტომობილების განბლოკვის აპლიკაციის გათიშვამ ასობით მძღოლი უმანქანოდ დატოვა

Tesla-ს ავტომობილების ასობით მფლობელი, რამდენიმე საათის განმავლობაში, მანქანის გამოყენებას ვერ ახერხებდა. მიზეზი იმ აპლიკაციის დროებითი გათიშვაა, რომლითაც ავტომობილების მთელი კომპიუტერული სისტემის მართვაა შესაძლებელი, – ამის შესახებ BBC წერს. შეფერხების განმავლობაში, 500-მდე მძღოლმა დაწერა სოციალურ ქსელში პრობლემის შესახებ. ილონ მასკმა, ამ პოსტების პასუხად, Twitter-ზე დაწერა: „ვამოწმებთ“. დაახლოებით 5 საათის შემდეგ, აპლიკაცია კვლავ ამუშავდა. „ბოდიშს გიხდით. მივიღებთ ზომებს, რომ ეს აღარ განმეორდეს“, – ...

Read More »