Author Archives: admin

შეერთებულმა შტატებმა ევროპას ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან გაუგზავნა

ევროპამ უკვე მიიღო აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ნაწილი (SPR) და მალე კიდევ ორ პარტიას მიიღებს, იტყობინება Bloomberg. სააგენტოს ცნობით, ორი ტანკერი ნავთობით ტეხასისა და ლუიზიანას საწყობებიდან უკვე მიემგზავრება იტალიასა და ნიდერლანდებში. წყაროები ამბობენ, რომ ორივე ტანკერი დატვირთული იყო ნედლი ნავთობით. ტეხასიდან ნავთობის კიდევ ერთი პარტია ნიდერლანდებში 26 აპრილს ჩავიდა. წყარო: bfm.ge

Read More »

თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა

თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბულატ აქჩულაკოვმა  ადგილობრივ მედიას განუცხადა. „თურქეთში ვიზიტისას, შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ ფატიხ დონმეზს. დავათვალიერეთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე განვიხილეთ ნავთობის საკითხი, მიწოდების გზები და შესაძლო ინვესტიციები. საქმე იმაშია, რომ 2010 წლიდან ჩვენ არ გვაქვს ერთობლივი პროექტები ნავთობის სექტორში. ამ საკითხზეც მოვილაპარაკეთ“, – განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მისი თქმით, თურქეთი არა მხოლოდ ნავთობის მიწოდებით, არამედ ...

Read More »

კრიპტობაზარზე დიდი ვარდნა გრძელდება

კრიპტობაზარზე დიდი ვარდნა გრძელდება. პირველ ათეულში შემავალმა ზოგიერთმა კოინმა ბოლო 24 სთ-ში ღირებულების 30%-ზე მეტი, ბოლო ერთ კვირაში კი 50%-ზე მეტი დაკარგა. ჯამური კრიპტოკაპიტალიზაცია $1.130 ტრლნ-ს შეადგენს, მაშინ როცა სულ რამდენიმე თვის წინ მხოლოდ ბიტკოინის კაპიტალიზაცია $1.270 ტრლნ-ს აჭარბებდა. ბიტკოინის ღირებულება 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად $27 000-ს ჩამოსცდა. ის ბოლო ერთ კვირაში 30%-ით გაუფასურდა. ბოლო ერთ კვირაში ეთერიუმმა 36% ...

Read More »

Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა

საუდის არაბეთის ნაციონალური კომპანია Saudi Aramco მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. Saudi Aramco-ს კაპიტალიზაციამ Apple-ს კაპიტალიზაციას გადაასწრო. მანამდე ამ მაჩვენებლით სტივ ჯობსის დაარსებული კომპანია ლიდერობდა. აღსანიშნავია, რომ, კომპანიის აქციების ფასმა გუშინ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,43 ტრილიონს მიაღწია. ამ ფონზე Apple-ს აქციები 5,2%-ით დაეცა და კომპანიის კაპიტალიზაციამ $2,37 ტრილიონი შეადგინა.  Apple-ს კაპიტალიზაციის კუთხით, პირველ ადგილს 2020 წლამდე არ თმობდა. 2022 წლის დასაწყისში, Apple-ს კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონი შეადგინა, თუმცა ...

Read More »

Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანიის გაკოტრების პროცესი 4 თვით შეჩერდა

შვეიცარიის კანტონა ცუგის სასამართლომ პროექტ Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის გაკოტრების პროცესი 4 თვით, მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე შეაჩერა. ამის შესახებ Nord Stream 2 AG-ის განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, „განმცხადებელს კრედიტორებისთვის გადახდაზე დროებითი მორატორიუმი მიენიჭა,“ ხოლო დროებით მმართველად კომპანია Transliq AG დაიქირავეს. Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი მას შემდეგ წარადგინა, რაც ...

Read More »

რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა 31 ენერგოკომპანიას, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა

რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სასანქციო სიაში სულ 31 ორგანიზაცია მოხვდა გერმანიის, საფრანგეთის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისა და ასევე აშშ-სა და სინგაპურიდან. მათ შორის „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც“ ფიგურირებენ. სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება აეკრძალებათ.

Read More »

რუსეთი ტყის ხანძრებს ებრძვის

ციმბირის და ურალის ხანძრების სერიის ფონზე, რომელებსაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვლადიმირ პუტინი რეგიონების ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სწრაფად იმოქმედონ. „არ შეგვიძლია დავუშვათ გასული წლის ვითარების განმეორება, როცა ტყის ხანძრები, ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ხანგრძლივი და ინტენსიური იყო“ – განაცხადა პუტინმა, საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრისას. შეხვედრა სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. ჩუპირიანი, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ახადებს, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობი შემცირებას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,78  აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 105,24 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირბადის შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირორჟანგის მიწისქვეშ შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდის გამოყოფას გეგმავს, რაც ქვეყანას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნახშირბადის შენახვის ვალიდაციისა და ტესტირების დაფინანსება ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონპროექტიდან მოხდება, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი გასულ წელს მოაწერა. პროექტი  ორიენტირებული იქნება ელექტროსადგურებიდან და სხვა სამრეწველო უბნებიდან  ნახშირბადის შენახვაზე, ასევე ჰაერიდან ნახშირბადის პირდაპირ ამოღებაზე. პროგრამა  ითვალისწინებს როგორც ხმელეთის, ...

Read More »

უკრაინიდან ტრანზიტის შეფერხების ფონზე, ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

“სოჰრანივკას” სადგურზე უკრაინის გავლით რუსული ტრანზიტის ნაწილის შეჩერების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1124 დოლარი შეადგინა. ერთი დღით ადრე უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა გამოაცხადა, რომ 11 მაისიდან, ფორსმაჟორული გარემოებების გამო, აჩერებს ევროპაში გაზის ტრანზიტს “სოჰრანივკას” სადგურის გავლით, რადგან კომპანია ლუგანსკის რეგიონში მდებარე ...

Read More »