Author Archives: admin

მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

რუსული ქვანახშირის ექსპორტის მაჩვენებელი აპრილში 20%-ით შემცირდა

რუსული ქვანახშირის ინდუსტრიას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირველადი შედეგები დაეტყო: წლის დასაწყისიდან, ექსპორტის მაჩვენებელი 9%-ითაა შემცირებული – მხოლოდ აპრილში კი, ექსპორტი 20%-ით შემცირდა. თებერვალში, რუსეთმა ექსპორტზე 14.3 მილიონი ტონა ქვანახშირი გაიტანა, მარტში – 15.1 მილიონი ტონა, ხოლო აპრილში – 14.3 მილიონი ტონა. როგორც წესი, ლოგისტიკური სირთულეების გამო, ზამთრის თვეებში, ქვანახშირის ექსპორტის მაჩვენებელი ბუნებრივად იკლებს, მაგრამ ექსპორტის ისეთი მკვეთრი კლება, როგორიც აპრილში ...

Read More »

ევროკავშირის მოწოდება მოქალაქეებს: რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, შეზღუდეთ ავტომობილებით გადაადგილება და სახლიდან იმუშავეთ

ევ­რო­კავ­ში­რი მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დონ, უარი თქვან კონ­დი­ცი­ო­ნერ­ზე და კვი­რა­ში სამი დღე იმუ­შა­ონ სახ­ლი­დან, რათა შე­ამ­ცი­რონ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სულ ნავ­თობ­სა და გაზ­ზე. ევ­რო­კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბით, ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ენერ­გე­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვეს, ოჯა­ხებს წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 500 ევ­როს და­ზოგ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ევ­რო­კავ­ში­რის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე და­ი­ცავს ცხრა­პუნ­ქტი­ან გეგ­მას, სა­ხელ­წო­დე­ბით „ჩემი როლი“, ეს 120 სუ­პერ­ტან­კე­რის შე­სავ­სე­ბად საკ­მა­რის ნავ­თობ­სა და 20 ...

Read More »

თურქეთმა გაზის საფასურის დასაფარად $400 მლნ ისესხა

თურქეთის მილსადენის სახელმწიფო ოპერატორმა ბუნებრივი აირის გადასახადების დასაფარად $400 მილიონის სესხი აიღო. ამავე დროს იგი უახლოვდება Deutsche Bank-თან საწვავის შესყიდვის დასაფინანსებლად გარიგებას. საკითხში გარკვეული პირების თქმით, კონფიდენციალური გარიგებით, Boru Hatlari ile Petrol Tasima-მა, რომელიც ცნობილია როგორც Botas, ორი ადგილობრივი ბანკისგან მოკლევადიანი სესხი უზრუნველყო. ანკარაში მდებარე კომპანია ცდილობს ენერგიის ფასების ზრდისა და ლირის კოლაფსის შემდეგ გაზის იმპორტის სოლიდური თანხის გადასახდელად თანხა იშოვოს. ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 8.02 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 8,02 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 423,733 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კვშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0,76   მილიონი ბარელით  და შეადგინა  232,378  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  2.66  მილიონი ბარელით და შეადგინა  108,735 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,8 ...

Read More »

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა – Binance რუსეთში მცხოვრებლებისთვის შეზღუდვებს აწესებს

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა -Binance რუსეთში მცხოვრებლებისთვის შეზღუდვებს აწესებს, – ამის შესახებ უკრაინის ფინანსური ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფიოდოროვმა Binance-ის განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვა არ შეეხება მათ, ვინც რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. ამასთან, შეზღუდვა არ ეხება მათაც, ვინც რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ მისი აქტივების ოდენობა არ აღემატება 10 000 ევროს. Binance აცხადებს, რომ შეზღუდვა შემოღებულია ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის ...

Read More »

აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო ფონდის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან გაორმაგდა

2022 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო ფონდში ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებების განხორციელებიდან მიღებული თანხები შეფასებულია 4,616,7 მილიონი მანეთისს ოდენობით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სანავთობო ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამასთან, ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან შემოსავალმა მიაღწია 3 845,6 მლნ მანათს და ეს მაჩვენებელი 2,3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. ამასთან, საბიუჯეტო გარე შემოსავალმა გაცვლითი კურსის მერყეობიდან ...

Read More »

J.P MORGAN: 2030 წლისთვის მსოფლიოს დამატებით $1.3 ტრილიონის ენერგეტიკული ინვესტიცია დასჭირდება

ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის გათვლებით, 2030 წლისთვის მსოფლიოს ენერგეტიკის სექტორში დამატებით $1,3 ტრილიონის ინვესტიცია დასჭირდება. ეს თანხა ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად ყველა სახის (განახლებადი ენერგიები, ნავთობი, გაზი) ენერგიის გამომუშავებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას უნდა მოხმარდეს. J.P. Morgan-ის წლიურ ენერგეტიკულ მიმოხილვას Reuters აქვეყნებს. “მიმდინარე ტენდენციებზე დაყრდნობით, ჩვენი მთავარი დასკვნაა, რომ 2030 წლისთვის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა გადააჭარბებს მიწოდების ზრდას დაახლოებით ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 20 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.17 (+1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.67 (+1.48)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

IMF: შესაძლოა, რუსეთმა კრიპტომაინინგი სანქციებისგან თავის დასაღწევად გამოიყენოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შესაძლებელია, რომ რუსეთისა და ირანის მსგავსმა ქვეყნებმა სანქციებისგან თავის დასაღწევად კრიპტოვალუტების მაინინგს მიმართონ. ამგვარ პოტენციურ შესაძლებლობას ენერგორესურსების სიჭარბე აჩენს, რომელიც ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობებისადმი დაწესებული სანქციებითაა განპირობებული. ამასთანავე, ამ გზით სახელმწიფოებს დამატებითი შემოსავლის მიღებაც შეუძლიათ, საკომისიოების სახით. IMF-ის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მარეგულირებლების მხარეს თავი არაერთმა პრობლემამ იჩინა, რომლებიც, ძირითადად, დაურეგულირებელ გარემოსთან და ანონიმურ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული. ისე კი, ...

Read More »

აშშ უკვე მესამე კვირაა რუსეთიდან ნავთობის იმპორტს არ ახორციელებს

9-15  აპრილის კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი ნულ დონეზე შეინარჩუნა. რუსული ნავთობის მიწოდება ზედიზედ მესამე კვირაა არ ხორციელდება. აშშ-ის ენერგეტიკული საინფორმაციო დეპარტამენტის (EIA) მონაცემების მიხედვით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აშშ-მა შეაჩერა ნავთობის იმპორტი რუსეთიდან 7-დან 28 იანვრამდე, მაგრამ შემდეგ აღადგინა მიწოდება. 19 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით რუსეთიდან კვლავ აღარ ხორციელდებოდა ნავთობის იმპორტი. მარტის დასაწყისში რუსული ნავთობის მიწოდების ყოველკვირეულმა მოცულობამ ...

Read More »