Author Archives: admin

ვასილკოვში ნავთოტერმინალის აფეთქების გამო, მოსახლეობას მასშტაქიმიური ინტოქსიკაციის საფრთხე ემუქრება

ვასილკოვში ნავთოტერმინალის აფეთქების გამო, ქალაქის მოსახლეობას მასშტაბური ქიმიური ინტოქსიკაციის საფრთხე ემუქრება. ქალაქის მერი, მოქალაქეებს ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვასილკოვში ნავთობბაზა ააფეთქეს.

Read More »

რუსმა სამხედროებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა კიევში რადიოაქტიური ობიექტი დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციაზე დაყრდნობით ავრცელებს: “2022 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, კიევის დროით 01:20 საათისთვის, კიევის მასობრივი დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციისთვის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის საზენიტო და სარაკეტო იარაღით, ჭურვები მოხვდა კიევის რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების ადგილს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მიუხედავად მომხდარი ფაქტისა, მოსახლეობას რადიოაქტიური ობიექტის დაბომბვის გამო საფრთხე ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა – ვასილკოვის მერი

უკრაინის ქალაქ ვასილკოვის მერის თქმით, რუსეთმა ნავთობის საცავი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ Unian წერს. ადგილობრივი მედიის გავრცელებულ ვიდეოკადრებში ძლიერი ხანძარი ჩანს: „ხედავთ რაც ხდება, ხედავთ ცეცხლს. სამწუხაროდ, ნავთობის საცავი იწვის“ – ამბობს ქალაქის მერი ნატალია ბალშინოვიჩი. ქალაქი კიევის ოლქს ეკუთვნის. ის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

თემურ გოჩიტაშვილი: ციფრები აჩვენებს, ვინ უფრო დაზარალდება რუსული გაზის არ მიწოდებით

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ევროპაში გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავალი ბიუჯეტის 11%-ია. ევროკავშირის კონსოლიდირებული მშპ 17 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ფასი, რასაც რუსულ გაზში იხდის, შეადგენს 0.18%-ს. ეს ციფრები კი აჩვენებს, ვინ უფრო მეტად დაზარალდება, რუსული გაზის არ მიწოდებით. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საშუალოდ, რუსეთიდან ევროპა იღებდა 150-160 მლრდ კუბურ მეტრ გაზს. თუ ამ 5 წლის საშუალო ფასსაც ...

Read More »

უკრაინა რუსულ ნავთობზე გლობალური ემბარგოს დაწესებას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. “მსოფლიოსგან მოვითხოვ, მთლიანად მოახდინოს რუსეთის იზოლაცია, განდევნოს ელჩები, დაწესდეს ნავთობის ემბარგო, გაანადგუროს მისი ეკონომიკა. შეაჩერეთ რუსი ომის დამნაშავეები!”, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. ჯერჯერობით დასავლეთის სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს არ შეხებია.

Read More »
სოკარმა საწვავი გააიაფა

სოკარის ბენზინგასამართ სადგურებს უკრაინაში სასწრაფოებისთვის საწვავის უფასოდ მიწოდება დაევალათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან საუბრის შემდეგ სოკარის ბენზინგასამართ სადგურებს დაევალათ, რომ უკრაინაში სასწრაფო დახმარების მანქანებს საწვავი უფასოდ მიაწოდონ. “აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჩემი საუბრის შედეგად, სოკარის ყველა ბენზინგასამართ სადგურს უკრაინაში დაევალა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სერვისებს საწვავი უფასოდ მიაწოდონ. ღამით აზერბაიჯანისგან თვითმფრინავს ველოდებით, სადაც მედიკამენტები იქნება”, — წერს ის Twitter-ზე.

Read More »

UEFA-მ “Газпром”-თან სპონსორული კონტრაქტები გაწყვიტა – The Times

The Times-ის ცნობით  UEFA-მ “Газпром”-თან სპონსორული კონტრაქტები გაწყვიტა, რომელიც 2024 წლამდე ურთიერთობებს ითვალისწინებდა. კონტრაქტის მიხედვით, წელიწადში ევროპის საფეხბურთო ასოციაცია რუსული კომპანიისგან წელიწადში $54 მილიონ დოლარს იღებდა, შესაბამისად იგი 108 მილიონის ზარალს ნახავს. მხარეები ჯერჯერობით ამ ფაქტს ოფიციალურად არ ახმაურებენ.

Read More »

ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვა შეაჩერა, რუსულ ნავთობზე ფასი რეკორდულად ეცემა

ჩინეთის ნავთობტრეიდერებმა, რომლებიც რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები არიან, რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია. შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას. მათივე განცხადებით, შიშობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, თავადაც არ მოხვდნენ სანქციების სიაში. რუსული ...

Read More »

კლიჩკო: კიევის მე-6 თესის სიახლოვეს 5 აფეთქება დაფიქსირდა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის მე-6 თბოელექტროსადგურის სიახლოვეს 3-5 წუთის ინტერვალში 5 აფეთქება დაფიქსირდა. თესი კიევის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და უკრაინაში მსგავსი ტიპის უდიდეს სადგურად ითვლება. ის უკრაინას, მათ შორის კიევს, ელექტროენერგიით ამარაგებს. კლიჩკოს განცხადებით, დეტალები დგინდება. მანამდე უკრაინის მერმა განაცხადა, რომ ქალაქი თავდაცვის ფაზაზე გადადის. რუსეთი კიევის დაკავებას ცდილობს.

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო: დაფიქსირებულია გამა-გამოსხივების საკონტროლო დონეების გადაჭარბება გამორიცხვის ზონაში

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და როტაციის საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით იტყობინება. „ოკუპანტები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და ტექნიკური უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული როტაციის საშუალებას არ აძლევენ. სადგურის აღება და იქ ნებისმიერი ტიპის სამხედრო ოპერაციების ჩატარება მეორე ჩერნობილის გამეორების საფრთხითაა სავსე, ...

Read More »