Author Archives: admin

გერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს

გერმანიის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რუსულ „გაზპრომს“ Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის დასრულებაში უნდა დახმარებოდა, პროექტიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ფონდს სურს, გადაიხადოს 12 მილიონი ევრო (12,10 მილიონი აშშ დოლარი) კომპანიის შვილობილი Nord Stream 2 AG-ის წინაშე ვალდებულებების დასაფარად. ფონდის ხელმძღვანელმა, ერვინ სელერინგმა განმარტა, რომ მის ორგანიზციას სურს, გაწყვიტოს ყველა კავშირი Nord Stream 2-თან მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ირანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ და „გაზპრომმა“ $40 მილიარდიანი მემორანდუმი გააფორმეს

ირანის ნავთობის ეროვნულმა კომპანია NIOC-მა  და რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ $40 მილიარდის ღირებულების ურთიერთგაგების მემორანდუმიგააფორმეს. NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ჰოჯასტეხმერმა და გაზპრომის მართვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი მარკელოვმა დოკუმენტს ონლაინ ცერემონიაზე მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, „გაზპრომი“ ირანულ NIOC-ს კიშისა და ჩრდილოეთ პარსის გაზის საბადოებისა და ნავთობის 6 საბადოს განვითარებაში დაეხმარება. რუსული გაზის გიგანტი ასევე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტების დასრულებასა და ...

Read More »

ბენზინისა და დიზელის მოხმარება და, შესაბამისად, იმპორტიც შემცირდა

საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება, ძირითადად, ბენზინსა და დიზელის საწვავს შეეხო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი რეგიონში მიმდინარე ომს უკავშირებს, რამაც სავაჭრო ურთიერთობებში დიდი გარდატეხა მოახდინა და ეს აისახა საწვავის ბიზნესზეც, რომლის იმპორტიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება. რაც შეეხება სტატისტიკას, 2022 ...

Read More »

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო: ევროპამ ზამთრის დაწყებამდე სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები გაზის მოხმარების შესამცირებლად

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) აცხადებს, რომ ევროპამ ზამთრის დაწყებამდე სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები გაზის მოხმარების შესამცირებლად და ევროპის სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეზღუდონ კონდიციონერის გამოყენება და მრეწველობისთვის გაზის აუქციონიდან გაყიდვა დაიწყონ. IEA-ს ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტა ნიშნავს, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ევროპის მთავრობებმა ყოველი დარჩენილი დღე უნდა გამოიყენონ გაზის საცავების შესავსებლად. „რუსეთის ბოლო ნაბიჯები ევროპისთვის ბუნებრივი ...

Read More »

რუსეთ-ჩინეთის გაზსადენის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება

მონღოლეთის მთავრობა ელოდება, რომ რუსეთიდან ჩინეთში გაზსადენის “ციმბირის სიმძლავრე-2” სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ლუვსანამსრეინ ოიუუნ-ერდენემ Financial Times-თან ინტერვიუში. პოლიტიკოსმა დააზუსტა, რომ მაგისტრალის ნაწილი მონღოლეთის ტერიტორიაზე გაივლის. ამ დროისთვის მონღოლეთის გავლით მილსადენის მარშრუტის საბოლოო ვერსია ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. „პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა დასრულებულია და ჩვენ გვჯერა, რომ მშენებლობა 2024 წელს დაიწყება“, – თქვა ოიუუნ-ერდენემ. მისი თქმით, გაზსადენის ...

Read More »

ილჰამ ალიევი – ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგიის სფეროში გრძელვადიანი, სანდო თანამშრომლობა დიდი აქტივია

ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი, პროგნოზირებადი, სანდო თანამშრომლობა ენერგიის სფეროში არის დიდი აქტივი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ილჰამ ალიევის განმარტებით, ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირთან მათი აქტიური თანამშრომლობა 50 ...

Read More »

უკვე მეორე თვეა საქართველო რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგიას ყიდის

ზედიზედ მეორე თვეა, საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2022 წლის ივნისში ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის, 352.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის ივნისის მაჩვენებელზე, 195.2 მლნ კვტ.სთ-ზე, თითქმის 80%-ით მეტია. გასულ თვეში ქვეყნის მთავარი საექსპორტო პარტნიორები აზერბაიჯანი და სომხეთი იყვნენ. აზერბაიჯანმა საქართველოდან 296.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, სომხეთმა კი – 54.6 მლნ კვტ.სთ. ექსპორტის ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“

ვიღებთ ვალდებულებას, გავაფართოვოთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი მიწოდების მარშრუტი ევროკავშირში, რომელიც წლიურად 8 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგოპარტნიორია და აღნიშნა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს, ენერგეტიკულ პარტნიორობას კიდევ უფრო მტკიცეს გახდის. „უკრაინაში ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

„გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ნაწილის მიწოდებაზე ფორსმაჟორი გამოაცხადა

„როიტერის“ განცხადებით, ისინი გაეცნენ „გაზპრომის“ მიერ 14 ივლისით დათარიღებულ წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგანგებო გარემოებების გამო, კომპანიას არ შეუძლია მიწოდებასთან დაკავშირებით თავისი ვალდებულებების შესრულება. როგორც მედია წერს, წერილში ნათქვამია, რომ პუნქტი ფორსმაჟორის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებას, ძალაში შესულია 14 ივნისიდან და ათავისუფლებს მას ყოველგვარი კომპენსაციის გადახდისგან. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, საუბარია გაზის მიწოდებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენით, რომელიც გერმანიისა ...

Read More »

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 18 ივლისს ჩავიდა. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ...

Read More »