Author Archives: admin

ნიუ-იორკის ახალარჩეულ მერს ხელფასის ბიტკოინით მიიღება სურს

ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გამარჯვებული ერიკ ადამსი ამბობს, რომ სურს, პირველი სამი ანაზღაურება კრიპტოვალუტით, ბიტკოინით მიიღოს, – ამის შესახებ BBC წერს. ადამსის განმარტებით, მისი განზრახვაა, ნიუ-იორკი „კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად“ აქციოს. „ნიუ-იორკი იქნება კრიპტოვალუტისა და სხვა სწრაფად მზარდი, ინოვაციური ინდუსტრიების ცენტრი! უბრალოდ დაელოდეთ!”, – წერს ადამსი Twitter-ზე. 2009 წელს შექმნილი ბიტკოინის ღირებულება ბოლო დროს ცვალებადია.

Read More »

ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი გააორმაგა

ირანი ურანის გამდიდრების ტემპს არ ანელებს და გასული თვის განმავლობაში მისი მარაგი თითქმის გაორმაგდა. აღნიშნულის თაობაზე გამოცემა Deutsche Welle იუწყება. ირანის ბირთვული სამინისტროს ხელმძღვანელმა ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა, რომ  ირანს 210 კგ-ზე მეტი  20 პროცენტამდე გამდიდრებული და 25 კგ 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი აქვს. შეგახსენებთ, რომ ირანისა და ექვს ქვეყანას ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება.

Read More »

პაპუნა ლეჟავამ გაეროს სამიტის ფარგლებში მდგრადი დაფინანსებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გლაზგოს უნივერსიტეტის ადამ სმიტის ბიზნესის სკოლისა და „ბრეტონ ვუდსის კომიტეტის განახლების“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ქვეყნების პოსტ-პანდემიური მდგომარეობის და მდგრადი განვითარების, კლიმატის ცვლილების, მწვანე და მდგრადი დაფინანსების თემების განხილვას დაეთმო. სამიტზე პაპუნა ლეჟავამ კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი დაფინანსების საკითხებზე გლაზგოს უნივერსიტეტის, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ...

Read More »
აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

მსოფლიოში გაზზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება

კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ ენერგიაზე წვდომა მთელ მსოფლიოში შეამცირა. კლიმატის ცვლილებამ ენერგეტიკის სექტორში მძიმე მდგომარეობა გამოიწვია. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, მერი უორლიკმა ბაქოს VIII გლობალურ ფორუმზე, „კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და გლობალური ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილება“ პანელის დისკუსიაზე განაცხადა. „ენერგეტიკული წარმოების სფეროში მსოფლიოში არსებული მდგომარეობა იმედგაცრუებულია. სათბურის გაზების ემისია უნდა დაიწიოს ნულამდე. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი. 2050 წლისთვის სათბურის ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

2022 წლიდან CO-ს ნორმები მკაცრდება

2022 წლის 1-ელი იანვარი – ეს ის თარიღია, როდიდანაც ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს ახალი, გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ. გამკაცრებული რეგულაცია გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის უფრო დაბალ მაჩვენებელს ითვალისწინებს. 2021 წელს არსებული 0.6%-დან ნორმა დაბალ და მაღალ ბრუნზე, შესაბამისად, 0.3%-დან 0.5%-მდე დაშვებას გულისხმობს. რეგულაცია 2020 წლის 1 აპრილამდე განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებს ეხება. ამ პერიოდის შემდეგ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებში კი კატალიზატორის ქონაც ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 4,9%-ით დაეცა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 935,6 აშშ დოლარი შეადგინა. დღის განმავლობაში კი დაკორექტირდა და სავაჭრო დღის დახურვისთვის 865,2 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ გაგრძელდა და ბუნებრივი აირის ...

Read More »

მოსკოვმა ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა

ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ ბოლო დღეებში ევროპაში გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა. კერძოდ, მიწოდება პოლონეთში მდებარე გაზსადენით გერმანიაში საერთოდ შეწყდა, ხოლო უკრაინული მარშრუტით ავსტრიაში და სამხრეთ გერმანიაში განახევრდა. ფორმალურად ყველაფერი რიგზეა, „გაზპრომი“ თავის ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს, მაგრამ გერმანელი მომხმარებლებისთვის ვითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება – საშუალოდ, ფასები გაზზე 17,3%-ით გაიზარდა. დაზარალებულებს შორის არა მხოლოდ გერმანიაა – ზუსტად 6 საათზე გაზის ...

Read More »

სემეკში კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა

სემეკში კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა თემაზე – კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები. სემინარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით იმართება. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციის ...

Read More »

საავიაციო საწვავის გაძვირების ფონზე ავიაკომპანიები ცდილობენ, რომ ავიაბილეთებზე ფასები არ გაზარდონ

მსოფლიოში საავიაციო საწვავზე ფასები იზრდება, რაც საბოლოოდ გადაზიდვების ფასზე აისახება და სამგზავრო გადაზიდვების შემთხვევში აძვირებს ბილეთის ფასებს. ანალიტიკოსები საავიაციო საწვავის ფასის ზრდას მომავალ წლებშიც პროგნოზირებენ. საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ არსებული პროგნოზებით 2026 წლამდე საწვავის ფასი წელიწადში 3,5%-ით გაიზრდება, რაც თავის მხრივ ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას უკავშირდება. აფციაური განმარტავს, რომ პანდემიის შემდეგ, მოთხოვნის გაჩენასთან ერთად მიწოდებაც ...

Read More »

სსე-ში გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის გენერალური დირექტორის უჩა უჩანეიშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში სსე-ის როლისა და მნიშვნელოვანი ფუნქციის შესახებ. პრეზენტაციაში განხილული იყო კომპანიის განვითარების ისტორია, ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის საკითხი და სსე-ის ფინანსური ...

Read More »