Author Archives: admin

რუსეთის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შემთხვევაში, მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს

რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო თუ დაწესდება, მაშინ მოსკოვი გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა გააკეთა. „ჩვენ გვაქვს სრული უფლება, რათა საპასუხო ზომები მივიღოთ და დავაწესოთ ემბარგო ბუნებრივი აირის მიწოდებაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის გაზსადენის მეშვეობით“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, „რუსულ ნავთობზე უარის თქმა მსოფლიო ბაზარს კატასტროფულ შედეგს მოუტანს“. მისი ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში ...

Read More »

უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში, რუსეთის ავიაიერიშის შედეგად, ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში, რუსეთის ავიაიერიშის შედეგად, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, ცეცხლი ორ რეზერვუარს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. ახლოს მდებარე სახლებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.  

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: „ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს“

„ევროკავშირმა რუსულ გაზზე, ნავთობზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს, დივერსიფიკაციის, ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული გადასვლის გზით“, – ამის შესახებ მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. „ენერგეტიკა რჩება ერთ-ერთ კრიტიკულ საკითხად. ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე დამოკიდებულებისგან თავი უნდა გაითავისუფლოს. ამისათვის ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ მიწოდება, მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს ენერგოეფექტურობაში და დიდი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ განახლებად ...

Read More »

ნიუ-ჯერსის ქალაქ ნიუარკში “ლუკოილს” ოპერირების ლიცენზია შეუჩერდა

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის ნიუარკის საქალაქო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, „ლუკოილს“ შეუჩეროს ოპერირების ლიცენზია და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდეს. ამის შესახებ გამოცემა fox5ny.com  იტყობინება. მათივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ მიიღო, რათა სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადოს უკრაინას და ცივილიზებულ სამყაროს. „ზოგიერთი ფრენჩაიზის მფლობელი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რუს ოლიგარქებს ხელშესახებ ზარალზე არ გაიყვანს, თუმცა,ამერიკის მცირე ბიზნესის ნაწილს კი დააზარალებს. მიუხეადვად ...

Read More »

დანიის პრემიერი: ჩვენ ეტაპობრივად ვიტყვით უარს რუსულ გაზზე

დანია მიზნად ისახავს რუსული ბუნებრივი აირისგან დამოუკიდებელი გახდეს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. სკანდინავიური ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძირითადი საპარლამენტო პარტიები შეთანხმდნენ, რომ დანია უნდა გახდეს დამოუკიდებელი რუსული გაზისგან “რაც შეიძლება მალე”, თუმცა არ მიანიშნა კონკრეტულ ვადებზე.

Read More »

უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ჩატბოტში დაამატეს კატეგორია, რომლითაც მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ იმოქმედონ რადიაციული საფრთხის შემთხვევაში

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საომარი ვითარების გამო შექმნილ ჩატბოტს რადიაციის შესახებ ინფორმაციის კატეგორია დაამატეს. „ამ განყოფილებაში, შეგიძლიათ ნახოთ რჩევები, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ რადიაციული საფრთხის შემთხვევაში, ასევე გაეცნოთ რადიაციული ფონის რუკას უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში. მიმდინარე მოვლენებისა და საჭირო ინსტრუქციების გასაცნობად, უკრაინაში WhatsApp-ის ე.წ. ჩატბოტი რამდენიმე დღის წინ შექმნეს. რა არის საჭირო მისით სარგებლობისთვის, ნახეთ ამ ბმულზე.

Read More »

რომელია ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურები – Top-5

2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, ევროპაში მოქმედი ატომური ელექტროსადგურების საერთო რაოდენობა 52-ია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (International Atomic Energy Agency-IAEA) მონაცემებში წერია. ევროპის ატომური ელექტროსადგურებიდან ექსპლუატაციაში 119 რეაქტორია. მათი ჯამური დადგენილი სიმძლავრე 116,405 მეგავატი, ხოლო სუფთა დადგენილი სიმძლავრე 110,616 მეგავატია. ამასთან, 9 რეაქტორი მშენებარეა, რომლის მთლიანი დადგენილი სიმძლავრით 11 352 მგვტ, სუფთა სიმძლავრე კი 10 682 მგვტ-ია. ევროპაში ...

Read More »

გაეროს ბირთვული მეთვალყურე შეშფოთებულია ვითარებით რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ უკრაინულ ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი აგრძელებს მის ოპერირებას, მაგრამ მენეჯმენტი ახლა რუსული ძალების მეთაურის ბრძანებებს ასრულებს, რომელთაც ბირთვული ობიექტი გასულ კვირას დაიკავეს – ამის შესახებ უკრაინის მარეგულირებელზე დაყრდნობით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა.­ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ”მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ”, – აღნიშნა გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ და იქვე დასძინა, რომ რუსულმა ძალებმა გამორთეს ზოგიერთი ...

Read More »

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ჩვენ ვერ გადავიხდით ნავთობის საფასურს უკრაინელების სისხლით

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დააწესონ ემბარგო რუსეთის ენერგო გაყიდვებზე. „ენერგეტიკული წყაროებით, რომლის იმპორტსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფინანსდება რუსეთის სამხედრო ოპერაციები. ჩვენ ვერ გადავიხდით ბუნებრივი აირის და ნავთობის საფასურს უკრაინის სისხლით“, – განაცხადა ლანდსბერგისმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე. ამასთან „ბიბისის“ ცნობით, ბრიუსელში იტალიის პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა იგეგმება, რომელზეც რუსეთის ენერგო რესურსებზე იტალიის ამჟამინდელი დამოკიდებულება უნდა განიხილონ და თუ რისი ...

Read More »

ირანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნები ბირთვულ მოლაპარაკებაზე „არაკონსტრუქციულია“

რუსეთის ჩარევის მიზანია საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა და ვენის ბირთვულ მოლაპარაკებაზე მოსკოვი „არაკონსტრუქციულად“ მოქმედებს, მიიჩნევს ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ნათქვამი მოჰყავს ირანის სააგენტო “თასმინს”. ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით. მასზე ირანს და აშშ-ს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ. მოლაპარაკებას შუამავლობენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი და მათთან ერთად გერმანია და ევროპის ...

Read More »