Author Archives: admin

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრები ლოკალიზებულია

ამჟამად ჩერნობილის ზონაში ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელესმა განაცხადა. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. ბოლო კვირაში დაფიქსირდა დამატებითი 5 ხანძარი. ამ ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია. ჯერ კიდევ არის მცირე უბნები, სადაც წვა გრძელდება“, – განაცხადა სტრელესმა. შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს აიღეს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ...

Read More »

ესკოს ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, სემინარი ჩატარდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ორგანიზებით, ევროკომისიის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-17 მარტს, ჩატარდა სემინარი თემაზე: „ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის მექანიზმების მართვა”. პროექტის მიზანია რეფორმის პროცესში ევროპული გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე ევროპელმა ექსპერტებმა წარადგინეს პრეზენტაციები საკითხებზე: განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის პოლიტიკა და მხარდაჭერის სქემები. სემინარში ესკოსთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სემეკისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლებმა.

Read More »

კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა

კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა – ამის შესახებ ENKA Insaat-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის „ნამახვაჰნესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ „ნამახვანჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა 40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა. „ნამახვანჰესის“ მშენებლობისთვის ჯამურად „ენკა“ საქართველოში 800 მილიონი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 24 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121.60  (+  6.12)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  114.93  (+  5.66)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

“ბიოლი”: საწვავზე მოგების მარჟა 15-20 თეთრს არ აღემატება

„ბიოილის“ გენერალური დირექტორის რუსუდან რამაზაშვილის განცხადებით, როგორც ბრენდირებული ასევე არაბრენდირებულ ბენზინგასამართი სადგურების მოგების მარჟა ამ ეტაპზე 15-20 თეთრს არ აღემატება და საწვავის ფასი საქართველოში იმ რეალობას ასახავს, რაც ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზეა. „არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ამ ეტაპზე 3.52 ლარიდან 3.80 ლარის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია საწვავის ტიპს. თუ ერთი ბარელი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 117-120 დოლარის ფარგლებში დარჩა საწვავის ფასის ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 მარტს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IIა, X, XI მიკრორაიონების, იოსელიანის, შატილის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ...

Read More »
საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობითაა განპირობებული

ჯანმოს ჰაერის ხარისხის სტანდარტები 2021 წელს ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა

2021 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტი ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა. ამის შესახებ Reuters-ი IQAir-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჯანმოს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ჰაერში მცირე მყარი ნაწილაკების – PM2,5 რაოდენობა კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამს არ უნდა აჭარბებდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ ჰაერის ხარისხი 6 475 ქალაქში ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ჯანმოს სტანდარტების შესაბამისი ჰაერი მხოლოდ 222-ში დაფიქსირდა. ამასთან, სტანდარტები დააკმაყოფილა სამმა ტერიტორიამ – საფრანგეთის ახალმა კალედონიამ და აშშ-ის პუერტო-რიკომ და ვირჯინის კუნძულებმა. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნებს ...

Read More »

ევროკავშირის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ნავთობი წარმოუდგენელ ნიშნულამდე გააძვიროს

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს ბალტიის ქვეყნები კერძოდ, კი ლიეტუვა აყენებს, როგორც ომის თანმხვედრ ლოგიკურ ნაბიჯს. ამას უკვე მოჰყვა დაძაბულობა საერთაშორისო ბირჟებზე და ნავთობის ღირებულებამ ერთ დღეში 115 დოლარს მიაღწია, თუმცა გაცილებით უარესი კიდევ წინ იქნება, თუკი ევროპა პრინციპულობას გამოიჩენს. ამას გარდა, ევროგაერთიანება რუსეთისთვის სანქციების მე-5 პაკეტზე მუშაობს. პარალელურად, მიმდინარე კვირაში ბრიუსელში აშშ-ს ...

Read More »

ფრანგული TOTALENERGIES წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

ფრანგული ენერგეტიკული გიგანტი TotalEnergies წლის ბოლომდე რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს, თუმცა უარს არ ამბობს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტზე. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას CNN აქვეყნებს. “უკრაინაში ვითარების გაუარესების და ევროპისთვის მიწოდების ალტერნატიული წყაროების არსებობის გათვალისწინებით, TotalEnergies-მა ცალმხრივად გადაწყვიტა არ დადოს ან განაახლოს რაიმე კონტრაქტი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის შესახებ, რათა შეაჩეროს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყველანაირი შესყიდვა. ეს უნდა მოხდეს ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

რა ღირს საწვავი საქართველოს სამეზობლოში და მსოფლიოში?

ბენზინის საშუალო ფასი მთელ მსოფლიოში არის 1.33 აშშ დოლარი ლიტრზე. თუმცა, ქვეყნებს შორის ამ ფასებში არსებითი განსხვავებაა. როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებს უფრო მაღალი ფასები აქვთ, ხოლო ღარიბ ქვეყნებსა და ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტირებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად დაბალი ფასები. ქვეყნებში ფასების სხვაობა გამოწვეულია ბენზინის სხვადასხვა გადასახადებით და სუბსიდირებით. საქართველოში საწვავის ფასი მაქსიმუმზეა, ბენზინგასამართ სადგურებში მისულ მძღოლებს 1 ლიტრი დიზელის შესაძენად 4 ლარზე ...

Read More »